„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017499
40/ნ
28/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
430030000.22.022.017499
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2018 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ვ1“ და „ო“ ქვეპუნქტების, 472 მუხლის მე-4 პუნქტის, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

2. 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური დანართი №4-ის შესაბამისად.“;

3. პირველი პუნქტით დამტკიცებულისაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1):

) მე-20 მუხლის:

.) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.“;

.) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სააკრედიტაციო განაცხადს დამატებით დაურთოს ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.“;

.) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს ქმნის მასში საერთაშორისო ექსპერტის შეყვანის გარეშე.“;

.) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-54 პუნქტები:

„51. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურენოვან თარგმანს, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.

53. ამ მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით.

54. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი, რა დროსაც გამოიყენება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტით დადგენილი რეგულაციები.“;

.) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 და 51 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრი შეარჩევს საერთაშორისო ექსპერტს აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობიდან. საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა ანაზღაურების წესის შესაბამისად, ცენტრსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და დაემატება აკრედიტაციის საფასურს.“;

.) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლი მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას უგზავნის საერთაშორისო ექსპერტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ინვოისს. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ინვოისის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხას, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“;

) 24- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი (გარდა, მასწავლებლის მომზადების და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შემთხვევისა), ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები (საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა სავალდებულოა ამ დებულების მე-20 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.“;

) 26- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ანგარიშში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება. ამ მიზნით, დაწესებულება ვალდებულია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აკრედიტაციის ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა. დაწესებულებამ თარჯიმნის შერჩევასას უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. ამასთან, დაწესებულება პასუხისმგებელია კვალიფიციური და ხარისხიანი თარგმანის უზრუნველყოფაზე.“;

) 26- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„261. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება

1. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

2. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა მეტწილად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

3. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 2 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

4. საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.“;

) 27- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27.  აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება

1. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

2. საგანმანათლებლო პროგრამა „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით – როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

3. საგანმანათლებლო პროგრამა „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

4. საგანმანათლებლო პროგრამა „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“;

5. საგანმანათლებლო პროგრამა „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.“;

) 276 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 276. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ან პირობითი აკრედიტაციის შესახებ

1. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას:

ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ;

ბ) ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;

გ) ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

დ) ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.

2. საბჭოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. ამ განხილვის შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პირობების შესრულების შესამოწმებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში) პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის 7 წელი.

4. პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“;

) 28- მუხლის:

.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.“;

.) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წერილობითი განცხადებისა და ამ განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი განაცხადი უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ხანგრძლივობის, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების განაწილებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით), აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციის, აკრედიტაციისა და შესაბამისი საქმისწარმოების ვადების შესახებ.“;

) 30- მუხლის:

.) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლების ენის ან/და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება დაუშვებელია (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ასევე, დაუშვებელია აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება ან პროგრამის გაყოფა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები განიხილება ახალ პროგრამად/პროგრამებად, რომლის განხორციელების უფლებაც დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

.) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამაში მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება დასაშვებია, თუ აღნიშნული უკავშირდება არსებულ დარგობრივ მახასიათებელში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანას.“;

.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და 21 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.“;

) 31- მუხლის:

. ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.“;

. ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ საბჭოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას ერთ სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდა, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი №4

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) შესაბამისად გაწეული მომსახურების საფასური

მუხლი 1. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან (შემდგომში ცენტრი) წინასწარი თანხმობის გასაცემად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების განხილვის საფასური

1. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების მიზნით, ამ ორგანიზაციისათვის სააკრედიტაციო განაცხადით მიმართვისათვის ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის გასაცემად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების განხილვის საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. გადახდილი საფასური განმცხადებელს უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესში მონაწილე  საერთაშორისო ექსპერტის საქმიანობის ანაზღაურება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად, რომელიც შედგენილია ცენტრსა და საერთაშორისო ექსპერტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.