„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 340040000.10.003.020454
139
27/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
340040000.10.003.020454
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2018 წლის 27 მარტი

   ქ. თბილისი

 

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის  №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 340040000.10.003.019743) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) იმ შემთხვევაში, თუ ვენახები რამდენიმე მეპაიის თანასაკუთრებაშია, თითოეული მეპაიის წილი თანასაკუთრებაში უნდა შეესაბამებოდეს არანაკლებ ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით თითოეული მეპაიისათვის დადგენილ ფართს.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრეტენდენტთან წინარე ხელშეკრულება გაფორმდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის შესაბამისად, ამ პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ამოწურვამდე.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. პრეტენდენტმა მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე სააგენტოს უნდა წარუდგინოს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიის საკუთრებაში არსებულ პროგრამაში ჩართულ ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშების ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვერ მიიღებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალურ ინვესტირებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი