„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.016398
19
27/03/2018
ვებგვერდი, 30/03/2018
010250040.35.161.016398
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 27 მარტი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში – „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 19/02/2018, სარეგისტრაციო კოდი:010250040.35.161.016392) და

1. რეგლამენტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს“.

2. რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომელიც განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით, უნაზღაურდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.“

3. რეგლამენტის მე-19 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“

4. რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის ხელმძღვანელი პირები;“

5. რეგლამენტის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა ხელმძღვანელი პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი.), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

6. ამოღებულ იქნეს რეგლამენტის 141-ე მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი