„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016743
51
05/04/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
140130000.22.034.016743
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №51

2018 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016517) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაცია (სამსახური);“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის (სამსახური) შემადგენლობაშია პირად შემადგენლობასთან მუშაობის, ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილება.

2. ადმინისტრაცია (სამსახური):

ა) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მართვას;

ბ) იღებს ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და საჭიროებისამებრ ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

გ) უზრუნველყოფს კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია-აღრიცხვას;

დ) ანაწილებს დოკუმენტაციას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ღონისძიებების დაგეგმვას/ორგანიზებას;

ვ) აწარმოებს ნომენკლატურულ და სააღრიცხვო ჟურნალებს;

ზ) უზრუნველყოფს საშვის გაცემას სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა სტრატეგიული ობიექტების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესის დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზების მიზნით;

თ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური, საფინანსო-სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, შენახვასა და ექსპლუატაციის კონტროლს;

ი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას; უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის მართვასა და დაგეგმვას;

კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;

ლ) შეისწავლის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხებს და უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

მ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს უზრუნველყოფს სურსათით, ჰიგიენური საშუალებებითა და ფორმა-აღჭურვილობით;

ნ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს უზრუნველყოფს სათანადო შეიარაღებით;

ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ დანაყოფებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა და ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ წვევამდელთა მომზადებას, წვრთნას და საბრძოლო მზადყოფნის ორგანიზებას;“; 

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) შესაბამისი დანაყოფის მეშვეობით უზრუნველყოფს ყაზარმულ რეჟიმზე არსებული ობიექტის უსაფრთხოებას და საჭიროებისამებრ ახორციელებს წვრთნებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს;“.

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შემავალ განყოფილებებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;“.

6. მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სტრუქტურული ერთეულის  უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის  გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია