დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016374 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 15/12/2017; 190020020.35.149.016346) დამტკიცებული დანართი №1, შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11060.4 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 3500.0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6109,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1451.4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7741.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3607.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3707.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 287,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 400,0 ათასილარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 400,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 112,4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა მერის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 175,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; 2. წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
| მუხლი 16 |
1. თავდაცვა , საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა . შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა , წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება , ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება . 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება , რაც ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია , სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა –რეაბილიტაცია , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა , პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . ა ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება ; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება , ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე . პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით : კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ სამთავისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ; ქალაქ კასპში ეფრემ მეორის ქუჩის მოასფალტება -მოწყობა ; ქალაქ კასპში თაყაიშვილის , ჭონქაძის ქუჩის წრიული და თაყაიშვილის პირველი ჩიხის მოასფალტება . პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ კასპში ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარის მზომი მოწყობილობების მონტაჟი . ბ ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება , არსებული ქსელის მოვლა -შენახვა დამის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება , უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება , დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები , მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი . ბ .ა ) ა (ა )იპ კასპის კეთილმოწყობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა , შესაბამისად , ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა -დასუფთავება და ნარჩენების გატანა . აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა , ვინაიდან კასპთან ერთად პროგრამაში ჩართულია სოფ . მეტეხსადა სოფ . თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე . ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება , ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში –ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება . ასევე დაფინანსდება : გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია , ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა , ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება . ბ .ბ ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გასათვალისწინებელი თანხის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება . პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით : ქალაქ კასპში ქარწისის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა ; ქალაქ კასპში ე .წ . ქეჩარუხის დასახლებაში ლესელიძის ქუჩაზე კანალიზაციის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია და გადამკვეთ ქუჩებზე (სამება , ქვათახევი , მეტეხი ) ქსელის მოწყობა . ბ .გ ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება ; განხორციელდება შპს ,,სოფლის წყალის “ სუბსიდირება . პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სადგურ მეტეხის დასახლების სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაცია . ბ .დ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება . ბ .ე ) გარე განათების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) დღე -ღამის ნებისმიერ დროს , მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება , რისი გათვალისწინებითაც , ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება . კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები . ბ .ვ ) საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღონიძიებები (პროგრამული კოდი 03 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ; გ ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები , მოწესრიგდება გამწვანების ზოლები , ასევე დაფინანსდება : ბაღების , სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები . გ .ა ) ბაღების და სკვერების მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება 2017 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში შპს ,,კასპის კეთილმოწყობის “ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება . ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ კასპში მოეწყობა ორი სკვერი . გ .ბ ) მგზავრთა მოსაცდელების მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი ) მოსაცდელის მოვლა -შენახვა . გ .გ ) ფასადების აღდგენის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპში შენობა -ნაგებობების დაზიანებული ფასადების აღდგენის სამუშაოები . 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი პრიორიტეტიასკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ბავშვებს ჰქონდეთ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის . ა ) ა (ა )იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა , მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას , რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია , ინვენტარით უზრუნველყოფა . მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი , სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1300-ზე მეტი აღსაზრდელი .საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით . ბ ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა №3 საჯარო სკოლამდე . 4. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . ამასთანავე , ერთ -ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა . ა ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება . ა .ა ) სპორტის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ა (ა )იპ ,,სპორტის დაწესებულებების გაერთიანების “ დაფინანსებას , სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების წრეები . 2018 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები . ახალგაზრდებში , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით , მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია , მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ , სახელობით , რესპუბლიკურ , საერთაშორისო ტურნირებზე , მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო -საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა . 2018 წლის განმავლობაში დაახლოებით 230 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას . ა .ბ ) კასპის სპორტკომპლექსის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ ,,კასპის სპორტკომპლექსი “, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას . 2018 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები . 2018 წლის განმავლობაში დაახლოებით 325ახალგაზრდა გაივლის სპორტულ მომზადებას . ბ ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , მათ შორის : სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები . ბ .ა ) კულტურის სფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა . სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება . აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას . მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა :
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი ) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი ) კულტურის სახლი , სადაც ფუნქციონირებსთოჯინების თეატრიდა ქორეოგრაფიული წრეები . ბ .ბ ) სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა , სადაც სწავლობს 345-მდე ბავშვი . სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს . ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება , სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 132–მდე მოსწავლე . აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას . ბ .გ ) ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება . ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური , ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები ), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება , დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება , როგორც ადგილზე გაცემით , ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით , ბიბლიოთეკათმცოდნეობის , ბიბლიოგრაფიის , წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების , გამდიდრების , რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა . ბიბლიოთეკის მატერიალურ -ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა , არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის , წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით . ბ .დ ) მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი , სადაც დაცულია ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი , სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები , ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ-მუზეუმი , ხოვლის ივანე ჯავახიშვილის , სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმები . ასევე განხორციელდება სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვიის სახლ -მუზეუმის ეზოს შემოღობვის სამუშაოები . ბ .ე ) რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები . გ ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა . ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში . ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება . საახალწლო ღონისძიებების ჩატარება . 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი , არსებული რესურსების ფარგლებში , განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან . ა ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ :
ბ ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ; სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , მოხუცებულთა , მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას . ბ .ა ) ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია :
ბ .ბ ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა . ბ .გ ) საწარმოო ტრავმის შედაგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში , სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად , გათვალისწინებულია მოქალაქე არსენ ბეგლარაშვილისთვისსაწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიური პენსიის გადახდა . ბ .დ ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით , ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა ”. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები