დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, მონაწილის ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016417 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/03/2018 - 25/01/2019)
|
თელავის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, მონაწილის ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №1 -ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა, დანართი №5-ის შესაბმისად. |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა, დანართი №6-ს შესაბამისად. |
| მუხლი 7 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, №7 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 8 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31.12.2014, 010250050.35.176.016057). |
| მუხლი 9 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილების „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, 010250050.35.163.016244). |
| მუხლი 10 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №......
|
ქ. თელავი
-------/-------/---------- (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ........................................................................ .................................................................................................................................................... აუქციონში გამარჯვებული (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ................................................................................................................................................ (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე .................................................................................................................................................. (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------------) (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით მოწყობილ ელექტრონულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ............ (.......................................)საფუძველზე, ის გამოვლინდა (ციფრებით და სიტყვიერად) გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა .................................................................................................................................................. (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების ................................................................................................................................................... შემდგომში ქონება. თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1. მყიდველმა ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ------ (-----------------) (ციფრებით) (სიტყვიერად) ლარი სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––––––––––– . 2. ელექტრონულს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, თელავის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). 3. მყიდველს ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშწორებისას. 4. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 6. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 9. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. თელავის მუნიციპალიტეტის მერი ..................................... ................................ (გამყიდველი) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ბ. ა. აუქციონში გამარჯვებული პირი: ......................... ................................ (მყიდველი) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ბ. ა. |
დანართი №2
|
პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
|
ქ. თელავი
-------/-------/---------- (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ........................................................................ .................................................................................................................................................... აუქციონში გამარჯვებული (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი მასზედ რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ........................................................................................................................................... (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე .................................................................................................................................................. (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------) შემდგომი პრივატიზების მიზნით (ციფრებით) (სიტყვიერად) თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ......... (თარიღი) მოწყობილ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ................. (...........................................) (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა................................................................................................................................................ ............................................................................................................................................... (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების .................................................................................................................................. .შემდგომში ქონება თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: ა) პირობიან ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი ........... (......................... ) ლარი (ციფრებით და სიტყვიერად) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––––––––––– . 2. სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. მყიდველი ვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს. 5. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. 6. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 7. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 8. მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას. 9. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 10. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 13. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. გამყიდველი თელავის მუნიციპალიტეტის მერი ....................................... (ხელმოწერა) ბ.ა. პირობიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი: მყიდველი .............................................. ----------------------------- (სახელი, გვარი პ/N) (ხელმოწერა) ბ. ა.
|
დანართი №3
|
საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
|
ქ. თელავი
------- ------- ---------- (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ........................................................................ ............................................................................................................................................... აუქციონში გამარჯვებული (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ......................................... ............................................................................................................................................ (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე .................................................................................................................................................. (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------------) (სიტყვიერად) (ციფრებით) შემდგომი პრივატიზების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ......... (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:....... (.......................................) (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ............................................................................................................................................. (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების .................................................................................................................................... შემდგომში ქონება თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1. მყიდველმა საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: --------- (-------------------) (სიტყვიერად) (ციფრებით) ლარი სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №–––––––––––––––––––––––. 2. საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, თელავის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). 3. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშწორებისას. 4. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 6. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 9. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. თელავის მუნიციპალიტეტის მერი .............................. ................................ (გამყიდველი) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ბ. ა. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ............................ ................................ (მყიდველი) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ. ა.
|
დანართი №4
|
პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
|
ქ. თელავი
......... ................. წელი (რიცხვი, თვე) წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ........................................................................ ............................................................................................................................................. აუქციონში გამარჯვებული (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ............................................. .................................................................................................................................................... (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე .................................................................................................................................................. (ქონების მისამართი) ქონების საწყისი ფასი --------------- (-------------------------------) შემდგომი პრივატიზების მიზნით (ციფრებით) (სიტყვიერად) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ......... (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ................. (...........................................) (ციფრებით და სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ............................................................................................................................ ............................................................................................................................................ (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების ................................................................................................................................................... შემდგომში ქონება. თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები: ა) საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი ............. ................... ლარი გადაიხადოს აუქციონის (ციფრებით და სიტყვიერად) ჩატარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––. 2. სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. მყიდველი ვალდებულია თელავის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს. 6. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად. 7. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 9. მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას. 10. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს. 14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. გამყიდველი მუნიციპალიტეტის მერი ................................... ............................................ (ხელმოწერა) ბ.ა. აუქციონში გამარჯვებული პირი: მყიდველი ......................................... ................................... (სახელი, გვარი პ/N) (ხელმოწერა) ბ. ა. |
დანართი №5
|
ნასყიდობის ხელშეკრულება №
|
ქ. თელავი
…... ........... 20 წელი მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები ერთი მხრივ, თელავის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი მერის – შოთა ნარეკლიშვილის (მცხოვრები ქ. თელავი, მეგობრობის ქ. №8 (პ/ნ N20001001838) სახით (შემდგომში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ ........................................................................................................................................ (აუქციონში გამარჯვებულის სახელი, გვარი, მისამართი, პ/N) შემდგომში „მყიდველი“ ვდებთ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი (მოძრავი) ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, (შემდგომში – ხელშეკრულებას) რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ. მუხლი 2. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება და 201 წლის ........ .................... ჩატარებული (რიცხვი, თვე) ელექტრონული/საჯარო აუქციონის შედეგები და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №.... მუხლი 3. ხელშეკრულების საგანი 201....... წლის .......... .................... ჩატარებული ელექტრონული/საჯარო აუქციონის შედეგებისა და (რიცხვი, თვე) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №...... ოქმის საფუძველზე „გამყიდველი“ გადასცემს, ხოლო „აუქციონის მყიდველი“ იღებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ...................................................................................................................................... (ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასური ....................(...........................) ლარი გადაიხადოს (ციფრებით, სიტყვით) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშზე .......................... სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მერთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით, ან სხვაგვარად დატვირთოს. 4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება. 6.აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ჩაითვლება ანგარიშწორებისას. 7. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. 1 რჩება გამყიდველს, ხოლო 2 გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. 10. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. აუქციონატორი კომიის თავმჯდომარე ________________________ (ხელმოწერა) ბ.ა. აუქციონში გამარჯვებული პირი: ............................................. _________________________ (სახელი, გვარი, პ/N) (ხელმოწერა) ბ.ა.
|
დანართი №6
|
აუქციონში მონაწილის ბილეთი № |
|
დანართი №7
|
![]() თელავის მუნიციპალიტეტის მერია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № ეძლევა ____________________________________ (სახელი, გვარი, პ/N)
(მისამართი) მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში (აუქციონზე შეძენილი ქონების დასახელება, მისამართი) სააუქციონო პირობა: ა) ბ) მიწის ფართობი: კვ.მ . (საკადასტრო კოდი ) მიწათსარგებლობის ფორმა საკუთრება საფუძველი: ___________________________________________________________________ (აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის №, რიცხვი, თვე და წელი) მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა ___________________________________________________________ (აუქციონში გამარჯვებულის სახელი და გვარი) რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაცემულია 20….. წლის „ “............ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ............................................ .......................................... ბ.ა. ხელმოწერა (სახელი, გვარი)
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები