„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016497
01-15/ნ
27/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
470230000.22.035.016497
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-15/ნ

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.02.2009 წ., №20, მუხ. 254) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) მე-6 მუხლის:
1. 16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 17 პუნქტი:

„17. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.“.

2. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11, 13, 14, 15, 16 და 17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);“.

3. 84 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 პუნქტი:

„85. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

4. 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ამ მუხლის 81, 83 და 85 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური ფულადი სარგოების და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე)  კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო