„თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016416
38
23/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
010250050.35.163.016416
„თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2018 წლის 23 მარტი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018,  010250050.35.163.016386):

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები“  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24, ლარს, შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს:

ა) ქალაქ თელავის ცენტრალურ ზონაში – 1.3;

ბ) ქალაქ თელავის შუალედურ ზონაში – 1.0;

გ) ქალაქ თელავის პერიფერიულ ზონაში – 0.7;

დ) თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 0.7;

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე