დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.017491 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.017350) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“. 2. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).“; ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. შეფასების კრიტერიუმები 1. პროექტის შეფასების კრიტერიუმები მობილობის გრანტებისათვის:
2. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1– 9), სადაც 1– 3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4– 6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7– 9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 18 ქულა. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა 12 და მეტი ქულა. 3. პროექტის შეფასების კრიტერიუმები საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის:
4. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1– 9), სადაც 1– 3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-– 6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7– 9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა. დაფინანსებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა 18 და მეტი ქულა. 5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს. თანაბარქულიანი და თანაბარბიუჯეტიანი პროექტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომელსაც აქვს თანადაფინანსება ან/და თანადაფინანსების მეტი წილი. 6. კრიტერიუმების ქულების განაწილების განმარტებები:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები