თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016410
32
23/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
010250050.35.163.016410
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2018 წლის 23 მარტი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 010250050.35.163.016388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ,,თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე  შშმ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარება.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება განხორციელდება: მკვეთრად გამოხატული შშმ პირების; დევნილების; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების; მარტოხელა მშობლებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახების, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილების; მრავალშვილიანი ოჯახების, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უსახლკარო, საცხოვრებლად უვარგისი ბინების მქონე მოქალაქეებისთვის დროებითი საცხოვრებლის ქირით დაფინანსება ან თანადაფინანსება განხორციელდება: სოციალურად დაუცველი ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლებისთვის, რა დროსაც უპირატესობა მიენიჭება მრავალშვილიან და შშმ პირთა ოჯახებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ,,თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებული) მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა მშობელმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:

ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შშმ პირთა 18 წლამდე შვილებზე, თითოეულ მათგანზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით.

პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის – შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) პროგრამაში მონაწილე ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

გ) დახმარების მიმღები მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ქსეროასლი.“;

გ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:

ა) მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებზე; დევნილებზე; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვებზე; მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებზე; მრავალშვილიან ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ოდენობით. დახმარების მიმღები აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე;

ბ) პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;

ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი;

ბ.ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე