დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016348 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ'' ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №35 დადგენილებით (matsne.gov.ge; 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016314) დამტკიცებულ დანართში:
|
1.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია ფარმაცევტული დაწესებულებიდან; ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში). 4. ანგარიშსწორება განხორციელდეს ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.’’. |
2.
27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა მიმართვა.’’ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები