დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.138.016342 |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა დანართი 1 -ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის აღწერილობა დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა
|
დანართი №2 ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობა |
| მუხლი 1 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი, დროშა) შესრულებულია ჰერალდიკის საერთაშორისო კანონების დაცვით და ახალციხის ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით. |
| მუხლი 2 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:
გერბის ფარი ჰორიზონტალურად არის ქონგურისებურად გადაკვეთილი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი – ვერცხლის ველზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი – ციხის გალავნის აღმნიშვნელ შავკონტურებიან მწვანე ველზე ოქროს მწოლიარე ლომი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლმწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „ახალციხე“. |
| მუხლი 3 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: დროშა არის ქონგურისებურად გაყოფილი ჰორიზონტალურად ორ ნაწილად – თეთრ და მწვანე ველებად. თეთრ ველს უჭირავს დროშის ოთხი მეხუთედი, მასზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის ერთი მეხუთედი. დროშის პროპორცია არის ორი მესამდი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები