,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-5
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 23/03/2018
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016040
ნ-5
23/03/2018
ვებგვერდი, 27/03/2018
010240000.64.076.016040
,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-5
2018 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი

,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-12 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23/08/2017 წ., 010240080.64.076.016021) დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (იურისტი);

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტი:

,,ა.ა) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.’’.

2. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების მიმართულება)’’;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტი:

,,ა.ა) საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;’’.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება)            

ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ფსიქოლოგიის ან სოციალური მუშაობის სპეციალობით);

ბ) ადამიანური რესურსების მართვის ან/და საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.’’.

4. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,მუხლი 5. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (მთარგმნელობითი პროგრამული მომსახურების მიმართულება)’’;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტი:

,,ა.ა) საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, დამხმარე მთარგმნელობით პროგრამაში დამუშავების გამოცდილება;’’.

5. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი)’’.

6. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი)’’;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუდიტის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების  სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;“.

7. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობის მიმართულება)’’.

8. მე-10 მუხლი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების მიმართულება)’’.

9. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი (იურისტი)’’;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტი:

„ა.ა) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;’’ .

10. მე-12 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების საკითხებში კონსულტაციების მიმართულება)’’;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი:

„ა.ა) რეესტრის მართვასთან და წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების განხორციელების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე