დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-01-3/124 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.33.058.016122 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში (სსმ, ვებპორტალი, 10/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №1): ა) 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს _____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით: ბანკი -------------------- საბანკო კოდი: ------------------------ საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------“; ბ) 1.5 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.6 ქვეპუნქტი: „1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.“; გ) 2.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.“; დ) 2.1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.“; ე) 2.4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნეს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).“; ვ) 3.2 და 3.4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.“; „3.4. ქონების შემძენს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასევე, ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ქონების შემძენს არა აქვს უფლება გამყიდველის თანხმობის გარეშე გაასხვისოს შეძენილი უძრავი ქონება.“; ზ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა 4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ: 4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები. 4.3.4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.“. 2. 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №2): ა) 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ________________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით: ბანკი -------------------- საბანკო კოდი: ------------------------ საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------“; ბ) 2.1.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.“; გ) 2.1.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.6 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.“; დ) 2.4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნას იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის N5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).“; ე) 3.2 და 3.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.“; „3.3. ქონების შემძენს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასევე, ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ქონების შემძენს არა აქვს უფლება გამყიდველის თანხმობის გარეშე გაასხვისოს შეძენილი მოძრავი ქონება.“; ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა 4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ: 4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები. 4.3. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. 4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.“. 3. 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №4): ა) 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს _____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით: ბანკი -------------------- საბანკო კოდი: ------------------------ საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------“; ბ) 1.5 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.6 ქვეპუნქტი: „1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.“; გ) 2.1.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.6 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.“; დ) 2.3.1 ქვეპუნქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“; ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხელშეკრულების შეწყვეტა 4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები. 4.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. 4.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.“. 4. 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №5): ა) 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ______________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:“; ბ) 1.5 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.6 ქვეპუნქტი: „1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.“; გ) 2.1.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.6 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.“; დ) 2.3.1 ქვეპუნქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“; ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხელშეკრულების შეწყვეტა 4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები. 4.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. 4.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.“. 5. 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №7): ა) 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:“; ბ) 2.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.“; გ) 2.1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.“; დ) 2.3.1 და 2.4.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“; „2.4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნას იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის N5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).“; დ) 3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.“; ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა 4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ: 4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. 4.3. 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება(ები) უქმდება, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.“. 6. 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №8): ა) 1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:“; ბ) 2.1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.“; გ) 2.3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“; დ) 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.“; ე) 4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.1. მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები. გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება(ები) უქმდება, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები