დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულიარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.105.016430 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №28 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.105.016416) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 18,9 ლარს; ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლით დადგენილი ფასი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები