დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | №67-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 21/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
რე ზო ლ უ ცი ა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (ე. წ. სამხრეთ ოსეთში) საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მკაცრად გმობს:
1. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;
2. საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც ამ შემთხვევაშიც, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;
3. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს, ასევე ევროპის რეგიონთა ასამბლეას გააძლიერონ ძალისხმევა ოკუპირებულაფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2018 წლის 21 მარტი
№67-უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები