„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 31/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016126
29/ნ
22/03/2018
ვებგვერდი, 23/03/2018
010240070.22.037.016126
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №29/ნ

2018 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017, 010240070.22.037.016098) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ტექნიკური სამდივნოს დირექცია;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური;

გ) ლოჯისტიკის სამსახური;

დ) საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახური;

ე) ფინანსების მართვის სამსახური;

ვ) საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახური;

ზ) საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამსახური;

თ) საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური;

ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

კ) საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ანგარიშგების სამსახური;

ლ) სარეაბილიტაციო პროექტების მართვის სამსახური;

მ) დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახური;

ნ) აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახური;

ო) საავტომობილო გზების საინჟინრო-ტექნიკური სამსახური;

პ) იურიდიული სამსახური;

ჟ) განსახლების სამსახური;

რ) გარემოს დაცვის სამსახური;

ს) ნაპირდაცვის სამსახური.“.

2. მე-6 მუხლის მე-4მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-7 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს.“;

) მე-3 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე, სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობ ის შესახებ;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)/დირექტორის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/დირექტორის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ან დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, დირექციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;“.

5. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა.ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადება;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და მათი თანმხლები პირების მივლინებებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ დანიშნული თათბირების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვის ორგანიზება;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, სხვადასხვა სათათბირო ორგანოებთან - კომისიებთან და საბჭოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეებისა და მათი თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზება დეპარტამენტის თავმჯდომარესთან/დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილესთან (შემდგომში - დეპარტამენტის ხელმძღვანელობა);

ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარის/დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) მიერ წარდგენილი დოკუმენტების ქართულიდან ინგლისურ და ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ გამართული შეხვედრების მიმდინარეობისას სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;

თ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

ი) ადამიანური რესურსების მართვასა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;

კ) დეპარტამენტში სტაჟირებასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და მათთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;

ლ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის ხელშეწყობა და მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;

მ) დეპარტამენტის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფაილური სისტემების კატალოგების წარმოება;

პ) დეპარტამენტის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;

ჟ) დეპარტამენტის მოხელეების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, დეპარტამენტის მოხელეების სამუშაოს აღწერილობების შემუშავება/განახლება და თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;

რ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საშვების დამზადებისა და გაცემის ორგანიზება;

ს) დეპარტამენტის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, დეპარტამენტში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ტ) დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის შესაბამის ვადებში შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

უ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

ფ) დეპარტამენტში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდუმლო საქმისწარმოება;

ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით:

ღ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება;

ღ.გ) დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ.დ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;

ყ) საზოგადოებასთან და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

შ) დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;

ჩ) დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის განახლება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

წ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ჭ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„ვ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) „ზ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სამმართველო;

გ) „ს“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების სამმართველო;

დ) „ყ“-„ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ე) „ც“-„ჭ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

6. მე-12 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსების მართვის სამსახურის სტრუქტურაში, ფინანსების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით, შედის:

ა) ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დაფინანსებულ პროექტებზე ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;

გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ფინანსების მართვის სამსახურის ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო ასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმართ, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დაფინანსებულ პროექტებზე ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო – საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსებული პროექტების მიმართ;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;

გ) „ი“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ფინანსების მართვის სამსახურის სამივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვისა და აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურები

1. დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვისა და აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურები წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

2. დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახური ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

3. აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახური ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

4. დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურში დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) პირველი სამმართველო;

ბ) მეორე სამმართველო.

5. აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურში აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) პირველი სამმართველო;

ბ) მეორე სამმართველო.

6. დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვისა და აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მიეკუთვნება:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პერსპექტიული და ყოველწლიური პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შემდგომ მათ შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შესახებ დეპარტამენტის ყოველწლიური გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი;

გ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განსახორციელებელი მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საკითხებთან მიმართებით, შესყიდვების განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;

ე) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, დეპარტამენტის დაკვეთით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის, სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

ვ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ გეგმაგრაფიკთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების მიღებაზე (შუალედური და საბოლოო) შესაბამისი საზედამხედველო ორგანიზაციებიდან დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, შესაბამისი პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესახებ;

ი) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

კ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული რეკომენდაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ლ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოთა განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

მ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი შუალედური ანგარიშების განხილვა და შედეგებზე რეაგირებისათვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;

ნ) დასრულებული მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ს) სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურის სამმართველოები ასრულებენ დასავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) დავალების საფუძველზე.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის სამსახურის სამმართველოები ასრულებენ აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) დავალების საფუძველზე.“.

8. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. განსახლების სამსახური

1. განსახლების სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. განსახლების სამსახურში განსახლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:

ა) განსახლების პროცედურების უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) გამოსასყიდი უძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველო.

3. განსახლების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პროექტირებისათვის გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლების ჩარჩოდოკუმენტების და განსახლების გეგმების დამუშავების კუთხით;

გ) მომზადებული განსახლების ჩარჩოდოკუმენტების და განსახლების გეგმების წინასწარი ვარიანტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათ საბოლოო რედაქციებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ დადგენილი წესების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, განსახლების ჩარჩოდოკუმენტების და განსახლების გეგმების საბოლოო რედაქციების შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციებისა და შესაბამისი უწყებებისთვის, დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით;

ე) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის, საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩოდოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული განსახლების გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის მიერ, განსახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა პროექტებისთვის, რომელთა ფარგლებშიც არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმების მომზადება, მაგრამ პროექტის ზემოქმედების შემთხვევებს ექნება ადგილი, ზემოქმედების მასშტაბებისა და ღირებულებების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში განსახლების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

თ) განსახლების პროცესში, განსახლების გეგმებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, ასევე ნაპირდაცვის, ნაპირაღდგენის და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში:

თ.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;

თ.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება; თ.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება;

ი) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის უფლებამოსილი სუბიექტებისგან გამოთხოვა, მიღებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

კ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი ან/და მცდარი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ზუსტი საკადასტრო მონაცემებით სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ლ) დეპარტამენტის მიერ გამოსყიდულ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კერძო მესაკუთრეთათვის დეპარტამენტის მიერ ჩამორთმეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

მ) საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მომზადებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ნ) იმ საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშირებულია საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური პირობების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს განსახლების სამსახურის განსახლების პროცედურების უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) „ი“-„ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს განსახლების სამსახურის გამოსასყიდი უძრავი ქონების რეგისტრაციის სამმართველო;

გ) „ო“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განსახლების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიზურაბ ალავიძე