დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017490 |
|
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.10.2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) და ბრძანების:
1. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. პირველი მუხლით დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში;“; ა.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი – ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფ(ებ)ი, რომლებიც აფასებენ პროექტს ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.“; ა.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) გრანტის მიმღები – ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი და დასაფინანსებლად დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერი და შესაბამისი მასპინძელი დაწესებულება.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ექსპერტებისაგან და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიების დადგენას მიმართულებების მიხედვით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენას და დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას.“; გ) მე-6 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“; გ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი. პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული მომართვის წარმოდგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია პროექტის ხანგრძლივობა გააგრძელოს მაქსიმუმ 1 წლის ვადით, დამატებითი დაფინანსების გარეშე.“; გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროექტში შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი: მასპინძელი დაწესებულების ლაბორანტი, ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი.“; დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ექსპერტი და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი პროექტებს აფასებს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.“; ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 9-ქულიანი სისტემით (1-9), სადაც 1-3 ქულა შეესაბამება C კატეგორიის შეფასებას, 4-6 ქულა შეესაბამება B კატეგორიის შეფასებას, ხოლო 7-9 ქულა შეესაბამება A კატეგორიის შეფასებას. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 27 ქულა. კრიტერიუმებში ქულებით შეფასება განიმარტება შემდეგნაირად:
3. შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს 1-3 კრიტერიუმის 9-ქულიანი (1-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:
4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 15 ან მეტი ქულა. თუ პროექტის შეფასება პირველ კრიტერიუმში (სამეცნიერო-კვლევითი პროექტი) არის „C“, პროექტი არ განიხილება დასაფინანსებლად მიუხედავად ჯამური ქულების ოდენობისა. 5. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“; ვ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფონდი ამტკიცებს ექსპერტთა და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე მიმართულებების მიხედვით შემდგარი რანჟირებული სიებიდან გამარჯვებულ პროექტებს.“; ზ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით წინა ტრანშის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის შუალედური ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.“; თ) მე-16 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის გრანტის მიმღები ფიზიკური პირის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიპენდიის აუთვისებელი ნაშთი. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის გრანტის მიმღები იურიდიული პირის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასპინძელი დაწესებულება ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დააბრუნოს მისთვის გადარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის აუთვისებელი ნაშთი. 5. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები