„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016546
1-1/123
19/03/2018
ვებგვერდი, 22/03/2018
040030000.22.024.016546
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/123

2018 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062)  დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის   „ტ“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტრენინგების და ტესტირების ორგანიზებასა და  შესაბამისი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: 

ტ.ა) მძღოლის ბარათი და პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი 5 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში ყველა მძღოლისათვის –  950 ლარი; 

ტ.ბ) მძღოლის ბარათი და პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი, შემოკლებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, 2015 წლამდე გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლებისათვის 3 წლის ვადით საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში – 200 ლარი;

ტ.გ) მძღოლის ბარათი და პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი 5 წლის ვადით პერიოდული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში  –  500 ლარი;

ტ.დ)  განმეორებითი ტესტირება უფასო; “.

მუხლი 2
ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი