საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.034.016747
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
55
01/05/2018
ვებგვერდი, 02/05/2018
010340010.22.034.016747
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2018 - 21/07/2020)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №55№1440

2018 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის 5.3.2.3 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხორციელების 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №335 დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 2.5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესი №1 დანართის შესაბამისად;

ბ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველადი გასაუბრების საკონტროლო სია №2 დანართის შესაბამისად;

გ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველადი გასაუბრების ოქმი №3 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბრის №1033-№2975 ერთობლივი ბრძანება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი



დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთობლივად უზრუნველყოფენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, ასევე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურებისა და არგაძევების პრინციპის განუხრელად დაცვას საქართველოს კონსტიტუციის,  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე  იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

2. ეს წესი განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღების, გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის პრინციპებს.

3. წინამდებარე წესი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, 1948 წლის გაეროს  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმს, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის სამოქალაქო პაქტს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს მთავრობასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის 1996 წლის 11 სექტემბერს დადებულ შეთანხმებას.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) ლტოლვილთა სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

გ) სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

დ) დეპარტამენტი – ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;

ე) გლუკი – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული ტერმინების გარდა ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის გამოვლენა და რეფერალური მექანიზმი
1. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო:

ა) ატარებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველად გასაუბრებას ამავე ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №2 და №3 დანართების შესაბამისად;

ბ) ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიკაციას, თუკი იგი გამოხატავს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნებას პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით ან ნებისმიერი ფორმით დაადასტურებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში საფრთხის არსებობის შესაძლებლობას;

გ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტის ასლის შეგროვებას და შენახვას;

დ) ადგენს პირველადი გასაუბრების ოქმს, ამავე ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №3 დანართის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება გასაუბრების მიმდინარეობისას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია;

ე) დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დეპარტამენტის ინფორმირებას იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ ეგზავნება დეპარტამენტს;

ვ) თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს C4 კატეგორიის ერთჯერად ვიზას 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით;

ზ) ასრულებს  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „კ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) აღნიშნულის შესახებ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოდან ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიემგზავრება თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ადგილას (საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმანთან ერთად) ან/და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას ლტოლვილთა სამინისტროში  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №79 ბრძანებით დადგენილი თავშესაფრის პროცედურის განსახორციელებლად;

ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემდეგ აცნობს საქართველოში არსებულ თავშესაფრის პროცედურას და თავშესაფრის  მაძიებლის უფლება-მოვალეობებს.

3. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი პირველადი გასაუბრების დაწყებამდე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემდეგ განუმარტავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპს.

4. სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უქონლობა არ აფერხებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში ოქმი ივსება მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი მალავს სამგზავრო ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს მისი შეჩერებისა და ზედაპირულად შემოწმების უფლება.

6. შესაძლებლობის შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიკაციის მიზნით გასაუბრებას უტარებს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს იმავე სქესის წარმომადგენელი განცალკევებულ ადგილას, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის თანდასწრებით.

7. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვას ითხოვს ოჯახი, მის თითოეულ სრულწლოვან წევრს გასაუბრება უტარდება ინდივიდუალურად.


მუხლი 4. ინფორმაციის გაცვლის წესი
1. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გასაუბრების მასალების, ხელმისაწვდომი დოკუმენტების დედნების ან/და ასლების დეპარტამენტისათვის მიწოდებას.

2. დეპარტამენტი სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე  დაუყოვნებლივ აწვდის მას ინფორმაციას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

3. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის გაცვლა ხდება უმოკლეს დროში, მათ საჭიროებებზე დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით.

4. სამინისტრო უზრუნველყოფს გლუკის და ლტოლვილთა სამინისტროს სწრაფ და შეუფერხებელ დაშვებას უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, ასევე მისი შესაძლო განთავსების ადგილთან.

5. სამინისტრო აწარმოებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიღებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვას/შეგროვებას და მოთხოვნისამებრ აწვდის გლუკს და ლტოლვილთა სამინისტროს.


მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ მოპყრობის სტანდარტები, რომლებმაც მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა
1. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო და  დეპარტამენტი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან, აღმოუჩინონ დახმარება იმ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა.

2. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განცალკევებით მოთავსება, რომლებმაც მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა.




დანართი №2

უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველადი გასაუბრების საკონტროლო სია

სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, პირველადი გასაუბრების დაწყებამდე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ:

  • გასაუბრებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო;
  • პირველადი გასაუბრების საფუძველზე დგება ოქმი;
  • ოქმი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო, რომელსაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო გამოიყენებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას;
  • გასაუბრებისას მიწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი წერილობითი თანხმობის გარეშე არ მიეწოდება სხვა ორგანიზაციებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და მოქალაქეებს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;
  • მას უფლება აქვს, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
  • მის მიერ ყალბი ინფორმაციის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს თავშესაფრის პროცედურაზე;
  • მისი იდენტიფიცირების თაობაზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის ჩასწორება ან შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე;
  • მისი ვინაობის თაობაზე ყალბი ინფორმაციის მოწოდებამ შემდგომში შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახის გაერთიანება ან საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უფლება-მოვალეობების გაცნობას, ოქმში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და მისთვის გასაგებ ენაზე მიწოდებას.

პირის თავშესაფრის მაძიებლად იდენტიფიცირებისთვის შესაძლოა, დაისვას შემდეგი კითხვები:

  • რატომ დატოვეთ წარმოშობის ქვეყანა?
  • არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი, რის გამოც არ შეგიძლიათ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება?
  • შეგექმნებათ თუ არა რაიმე სახის საფრთხე  წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში?
  • დარღვეულა თუ არა თქვენი უფლებები წარმოშობის ქვეყანაში?
  • ყოფილხართ თუ არა ოდესმე დაკავებული/დაპატიმრებული წარმოშობის ქვეყანაში?
  • მოგიხდიათ თუ არა სასჯელი დანაშაულისთვის?
  • მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა თქვენ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ?  აგირიდებიათ თუ არა თავი სამხედრო სამსახურისთვის (დეზერტირობა)?
  • ყოფილხართ თუ არა ჩართული სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სოციალურ აქტივობებში?
  • რატომ აირჩიეთ საქართველო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ადრესატად? გაქვთ თუ არა ინფორმაცია საქართველოს შესახებ? საიდან?

პირის თავშესაფრის მაძიებლად იდენტიფიცირებისთვის და ამ ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა სხვა დამატებითი კითხვ(ებ)ის დასმა.

 დანართი №3

უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან პირველადი გასაუბრების ოქმი

1. ოქმის დეტალები

ა) ოქმის შედგენის თარიღი (დღე/თვე/წელი):

ბ) ოქმის შედგენისა და გასაუბრების ჩატარების ადგილი:

გ) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი (სახელი/გვარი/თანამდებობა):

2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პერსონალური მონაცემები

ა) სახელი (ლათინური ასოებით):

ბ) გვარი (ლათინური ასოებით):

 

გ) სქესი: მამრ.   მდ.

დ) დაბადების თარიღი:

ე) ოჯახური მდგომარეობა:

ვ) მოქალაქეობა:

ზ) ეროვნება:

თ) ეთნიკური კუთვნილება:

ი) სარწმუნოება/რელიგია:

კ) განათლება:

ლ) საქმიანობა:

მ) თანმხლებ პირთა რაოდენობა:

სახელი/გვარი

ნათესაური კავშირი

სქესი

დაბადების თარიღი

წარმომადგენელი

(არსებობის შემთხვევაში)

 

 

მამრ.□ მდ. □

 

 

 

 

მამრ.□  მდ.□

 

 

 

 

მამრ.□  მდ. □

 

 

3. უფლება-მოვალეობები

ა) განემარტა თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის უფლება:  დიახ    არა 

ბ) განემარტა გასაუბრების კონფიდენციალურობის შესახებ:  დიახ  არა 

გ) განემარტა ყალბი ინფორმაციის მიწოდების შედეგები:  დიახ  არა 

4. წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზები :

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

5. შ ეგექმნებათ თუ არა რაიმე სახის საფრთხე   წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

6. გასაუბრების შედეგები : უარი ეთქვა შემოშვებაზე   იდენტიფიცირებულ იქნა თავშესაფრის მაძიებლად

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------

7. ოქმს ერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები : ____________________________________________________________________________

                 

ოქმის შედგენისას პირს (უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი) განემარტა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, აგრეთვე პოლიციელის ქმედების გასაჩივრების უფლება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად.

8. ხელმოწერები :

) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ხელმოწერა:

--------------------------------------------------------------------------------------------------------

(ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე)

ხელმოწერით ვადასტურებ , რომ ოქმში მოცემული ინფორმაცია მეთარგმნა ჩემთვის გასაგებ ენაზე და არის სწორი

) თარჯიმნის შემთხვევაში, მისი ხელმოწერა:

--------------------------------------------------------------------------------------------------------

ხელმოწერით ვადასტურებ , რომ ოქმის შინაარსი სრულად და სწორად ეთარგმნა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს

) ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

--------------------------------------------------------------------------------------------------------