დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 15 ოქტომბრის №306 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/02/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 07/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.11.106.005.665 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.005.665
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №64
2003 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 15 ოქტომბრის №306 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 15 ოქტომბრის №306 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №53(60), 21.10.1999 წ., მუხ. 895)
2. შეტანილ იქნეს ცვლილებები “საქართველოს იუს-ტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III ნაწ., №81, 3.08.2001წ., მუხ. 589) და დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლი, ხოლო დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №87.”.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა (მ. ნიკოლეიშვილი) უზრუნველყოს ცენტრის მოსამსახურეთა მაღალკვალიფიციური საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები