დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017081 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.016991) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორთან ურთიერთობის ან/და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები