დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 02/11/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის კომიტეტებმა 3 კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგინონ ანგარიშები საბიუჯეტო სფეროში საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით.
2. დაევალოს ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შეისწავლოს საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტობრივი შეუსრულებლობის მიზეზები, გამოავლინოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები და შედეგები წარუდგინოს პარლამენტს 2002 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2001 წლის 18 ოქტომბერი
№1111–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები