დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 39 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.117.016408 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.117.016365) შევიდეს ცვლილებება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი.
|
მუხლი 2.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება.
|
მუხლი 3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8838.2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 475.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7914.7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 448.5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6357.6 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3448.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში.
|
მუხლი 10.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -968.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება-1071.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 102,6 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული სარეზერვო ფონდი 35,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 140,0 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66.6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73.4 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვისათვის დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია სასოფლო გზების მოვლა-შენახვის ღონისძიებები, სასოფლო გზებზე ბეტონის სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები, რეგიონალური დაფინანსების ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსება. მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესებისა და მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შეძენილი იქნება 3 ერთეული სამგზავრო ავტობუსი. დაფნანსებული იქნება მნიციპალური ტრანსპორტი. გაგრძელდება 2017 წელს გამოყოფილი რეგიონალური ფონდის ნაშთიდან ბოსტანის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები. მოხდება საამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ხარჯის ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსება. 2018 წელს რეგიონალური ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება: ქ. ამბროლაურში (გამსახურდიას 04 ჩიხი, 05 ქუჩა, 02 ჩიხი, ბარათაშვილის ქუჩა) ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის, ქ. ამბროლაურში (გოგებაშვილის ქუჩა, 01 შესახვევი, 01 და 02 ჩიხები, გამსახურდიას ქუჩა, 03 ჩიხი, 05 ქუჩა, 03 ჩიხი, ბარათაშვილის ქუჩა) ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის და სოფელ სადმელში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვასა და მის ექსპლოატაციასთან და განახლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია – მოწყობა. კეთილმოეწყობა და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. 2.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოხდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გარეგანათების ელექტროენერგიის ღირებულების დაფინანსება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა. გარეგანათების ექსპლოატაციის მომსახურების გასაუმჯობესებლად შეძენილი იქნება 1 ერთეული სპეციალური ტექნიკა (ამწე-კალათა). 2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) რეგულარულად განხორციელდება მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის და თოვლწმენდის ღონისძიებები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თვითმცლელი ნაგავმზიდის ტექნიკური მომსახურებისა და შესაბამისი ნაწილებით უზრუნველყოფა. განხორციელდება ნაგვის ბუნკერების შესყიდვა. გაგრძელდება 2017 წელს გამოყოფილი რეგიონალური ფონდის ნაშთიდან ურავის მყარი ნარჩენების გასუფთავების სამუშაოები. 2018 წელს რეგიონალური ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება სოფელ ურავში ყოფილი სამთო ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული, მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების მეორე რიგის სამუშაოები. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 03) ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფელ მეორე ტოლაში (გომიშურზე) სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ქალაქ ამბროლაურში ახალგაზრდებისათვის თავშეყრის ადგილი (საბილიარდო), სოფელ ძირაგეულში აშენდება თავშეყრის ადგილი, ამავე შენობაში განთავსდება ამბულატორია. სოფელ სადმელში მოხდება სტადიონის და ფანჩატურის რეაბილიტაცია, სოფელ მეორე ტოლაში ბიბლიოთეკის და ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები, ქ. ამბროლაურში საცურაო აუზის რეაბილიტაციის, მცირე ზომის სკვერის მოწყობის, აგრეთვე ადმინისტრაციული შენობის ფართის რეაბილიტაციის სამუშაოები. მოხდება სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ხარჯის ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსება. გაგრძელდება ზოგადი ხედვის ვიდეოკამერებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის აღჭურვის, მეორე რიგის სამუშაოების დაფინანსება. გადახდილი იქნება 2017 წელს განხორციელებული სამუშაოებიდან დარჩენილი თანხები: აეროპორტის მიმდებარედ გამწვანება და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტების, წყაროების კეთილმოწყობის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნის მოწყობის სამუშაოები. 2.2.4. სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (სხვადასხვა ადგილას) განხორციელდება რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. 2.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში, სხვადასხვა ადგილას არსებული წყალსადენების რეაბილიტაცია, დაფინანსდება ელექტროენერგიის ხარჯი სოფლებში არსებულ წყალსაქაჩებზე სანასოსე სისტემების შეუფერხებელი მუშაობისათვის. 2018 წელს, რეგიონალური დაფინანსების ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების მონაწილეობით განხორციელდება სხვადასხვა ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2.2.6. რეგიონალური პროექტების პროექტირებისა და ტექნიკური ზედამხედველობის დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური ზედამხედველობის და საპროექტო სამუშაოების ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსება. 2.3. ა(ა)იპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების გატანის, ხეების მოჭრის, სანიაღვრე არხების გაწმენდის, ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლების, დასუფთავებასთან დაკავშირებული მოსაკრებლების ამოღების, ჯარიმების ადმინისტრირების, სასაფლაოების მოვლა-შენახვის, გამწვანების, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 2.4. ა(ა)იპ – მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალსადენი მილებისა და წყალსაქაჩი ობიექტების მოვლა-შენახვის ღონისძიებები. 2.5. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 03) გათვალისწინებულია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა სამუშაოების წარმოება. 2.5. 1. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე დაფინანსდება სკოლისგარეშე განათლება. 3.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას იღებს 315-მდე აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღის სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) მოსწავლე-ახალგაზრდების ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით დაფინანსებულია სკოლისგარეშე აღმზრდელობითი ღონისძიების პროგრამა. პროგრამაში ჩართულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლე. პროგრამაში გათვალისწინებულია, მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორიცაა თეატრალური, ლიტერატურის, აგრეთვე ბავშვთა მომზადება შემდეგ წრეებში: ზოგადი უნარ-ჩვევების, მათემატიკური, კომპიუტერული, რუსული, ინგლისური, გერმანული. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე, მისი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტული პირობების შექმნა-განვითარებას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სექციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოსწავლე-ახალგაზრდობას ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტული ვარჯიშის განხორციელებისა თანამედროვე სპორტულ დარბაზებსა და მოედნებზე. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მეცადინეობები და შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: კალათბურთი , ჭიდაობა, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, რაგბი, შიდოკან კარატე, ფრენბურთი და ფეხბურთი დაფინანსდება პროგრამით გაწერილი ყველა სპორტული ღონისძიება და ხარჯები. 4.1.1. ა(ა)იპ – ამბროლაურის სასპორტო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება, შეძენილი იქნება სპორტული ინვენტარი. ქვეპროგრამა განხორციელდება ა(ა)იპ – ამბროლაურის სასპორტო სკოლის სუბსიდირების გზით. 4.1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი ფალავანის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის მწვრთნელთა ხელფასები, სატურნირო მივლინების ხარჯები. ქვეპროგრამა განხორციელდება ა(ა)იპ ამბროლურის ჭიდაობის კლუბ „ფალავანის“ სუბსიდირების გზით. 4.1.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამბროლაურის საცურაო აუზის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ცურვის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის ა(ა)იპ – ამბროლაურის საცურაო აუზის თანამშრომელთა ხელფასები და ხარჯები, ქვეპროგრამა განხორციელდება სუბსიდირების გზით. 4.1.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „რაჭის“ ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის ა(ა)იპ-ს თანამშრომელთა ხელფასები და ხარჯები, ქვეპროგრამა განხორციელდება სუბსიდირების გზით. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 4.2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ამბროლაურის კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 2018 წლის განმავლობაში დაფინანსდება კულტურის სახლთან არსებული თეატრი და ანსამბლები, ბიბლიოთეკები, სახვითი ხელოვნების მუზეუმი. 4.2.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 125-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან ასევე მშობელთა შემონატანით. ქვეპროგრამა ხორციელდება სუბსიდირების გზით. 4.2.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო-სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის – უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება – ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლობს 58 მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. ქვეპროგრამა ხორციელდება სუბსიდირების გზით. 4.2.4. გაზეთის მომსახურების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო მომსახურების შესყიდვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად. 4.2.5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ტურისტული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და რეგიონში არსებული კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივ ძეგლთა პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და ფინანსდება ა(ა)იპ – ტურისტული ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის მდგრადი განვითარება, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მიმზიდველი ტურისტული გარემოს შექმნა ადგილობრივი კულტურული, ეთნოგრაფიული, ეკოსისტემისა და ბუნებრივი ღირშესანიშნაობების შენარჩუნებით, ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. 4.3. ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.3.1. კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03 01) 4.3.1.1. პროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ღირსეულად წარმოჩენას, მათ ხელშეწყობას და მათი პროექტების მეშვეობით კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ღვაწლმოსილი ხელოვანების სათანადოდ დაფასებასა და მათი შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას, სახელმწიფო და სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნას ტრადიციების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემოს შექმნას, რაც დღესასწაულების ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. 4.3.1.2. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მომავალ თაობებში წიგნის კითხვის სურვილის გაღვიძება, წიგნიერების დონის ამაღლება. 4.3.1.3. საბიბლიოთეკო ცხოვრებისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. 4.3.1.4. ნიჭიერი ადამიანების, ბავშვების და ახალგაზდების შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა და საზოგადოებისთვის გაცნობა. 4.3.1.5. მოეწყობა სახალხო ღონისძიება (ფოლკლორული ფესტივალი) ,,ფუძეობა“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, კულტურული, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიების გამართვა, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოს მოწყობა, დამსვენებელთა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია. მოეწყობა ახალი წლისა და 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 4.3.1.6. მოხდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობა, რომლის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ქ. ამბროლაურში არსებული სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 4.3.2. ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამა გულისხმობს: 4.3.2.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიების დაფინანსებას. 4.3.2.2. პროგრამის მიზანია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელი შეუწყოს ამბროლაურის ახალგაზრდობას აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში, ასევე დაეხმაროს ადგილობრივ დონეზე მათ ორგანიზებაში. 4.3.2.3. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს: 4.3.2.3.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის და 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის გარეთ, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე მიწვევა (პირის/პირთა ჯგუფის ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება). 4.3.2.3.2. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებისთვის სპორტული ფორმების შეძენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება. 4.3.2.3.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის და 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოწყობა. 4.3.2.3.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის და 29 წლამდე ახალგაზრდების სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. 4.3.2.4. ადმინისტრირება და კონტროლი. 4.3.2.4.1. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ღონისძიების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და თანხის მიზნობრივად ხარჯვას აკონტროლებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურთან ერთად. 4.3.2.4.2. პროექტის ორგანიზებასა და მისი მიმდინარეობის კონტროლს ახორციელებს, ასევე მარათონის მარშრუტს და კილომეტრაჟს განსაზღვრავს სამსახური. 4.3.2.4.3. აღნიშნულ მარათონში გარბენის შედეგების მიხედვით გამარჯვებულის სახით გამოვლინდება და ფულადი პრიზით 100 (ასი) ლარით დაჯილდოვდება რვა პირი – პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ორივე სქესის წარმომადგენელი, ასევე მარათონის მონაწილეთაგან უხუცესი და ნორჩი მონაწილე. მარათონის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა სიგელი და საიმიჯო მაისური. 4.3.2.5. პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 4.3.2.6. შეფასების კრიტერიუმები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა. 4.3.2.7. პროგრამის დაფინანსების წყაროა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 4.3.3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ღონისძიება (პროგრამული კოდი 05 03 03) 4.3.3.1.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, მიანიჭებს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას. 4.3.3.2. „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, პროფესიისა, საზოგადოებრივ–პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური მრწამსისა, თუ მის მიერ საჯაროდ გამოთქმული შეხედულებები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ერთიანობას და სუვერენიტეტს, საზოგადოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებს და ზნეობრივ პრინციპებს. 4.3.3.3. „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4.3.3.4. ამბროლაურის საპატიო მოქალაქის წოდების მისაღებად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: 4.3.3.4.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის არანაკლებ 1%-ს; 4.3.3.4.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს; 4.3.3.4.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს; 4.3.3.4.4. გასული წლის საპატიო მოქალაქეს. 4.3.3.5. „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება 4.3.3.5.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატურებს. 4.3.3.5.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას მიანიჭებს არაუმეტს 5 ადამიანს. 4.3.3.5.3. პიროვნებას, რომელიც მიიღებს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას, გადაეცემა სიგელი და ჯილდო. 4.3.3.6. „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდების მქონე პირს უფლება აქვს: 4.3.3.6.1. მონაწილეობა მიიღოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიება და მოწვეულ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში. 4.3.3.6.2. წარადგინოს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ კანდიდატურა. 4.3.3.7. პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 4.3.3.8.პროგრამის დაფინანსების წყაროა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 4.3.4. წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების ღონისძიებები განათლების სფეროში (პროგრამული კოდი 05 03 04) 4.3.4.1. პროგრამის სფერო და მიზანი 4.3.4.1.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის (შემდეგ ტექსტში „სამსახური“) ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წესდება ჯილდოები და წოდებები. პროგრამის ფარგლებში განათლების სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ საპატიო წოდებები და გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, ასევე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (პირველკურსელებს) დაუფინანსდებათ უმაღლესი განათლების მიღება. 4.3.4.1.2. პროგრამის მიზანია აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების შრომითი ნაყოფიერების, პროდუქტიულობისა და მოტივაციის ამაღლება, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლა-განათლების ხელშეწყობა. 4.3.4.2. წოდებები და ჯილდოები 4.3.4.2.1. ,,წლის საუკეთესო აღმზრდელი“ –ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების არაუმეტეს 3 აღმზრდელს. აღმზრდელთა გამოვლენა მოხდება ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შექმნილი კომისიის მიერ. კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სამსახური. 4.3.4.2.2. „წლის საუკეთესო პედაგოგი“ – ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების არაუმეტეს 3 პედაგოგს. პედაგოგთა გამოვლენა მოხდება ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შექმნილი კომისიის მიერ. კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სამსახური. 4.3.4.2.3. საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს ოქროს ან ვერცხლის მედალზე – (კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაცია, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ, მიეწოდება სამსახურს) გადაეცემათ ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით – ოქროს მედალოსანს, ხოლო 200 (ორასი) ლარის ოდენობით - ვერცხლის მედალოსანს. 4.3.4.2.4. საჯარო სკოლების ოთხ სოციალურად დაუცველ, წარჩინებულ მოსწავლეს – გადაეცემა პორტატული კომპიუტერები, რომლებიც შეირჩევიან V-XI კლასის სოციალურად დაუცველ (100001 ქულამდე) მოსწავლეთაგან, საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. ინფორმაციის დამუშავებასა და კანდიდატების გამოვლენას უზრუნველყოფს სამსახური. 4.3.4.2.5.საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, რომელმაც მიმდინარე წელს დაამთავრა სკოლა და წარმატებით, ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები (მოიპოვა გრანტი 100 %) – გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4.3.4.2.6. სოციალურად დაუცველი (65001 ქულამდე) პირველკურსელი, რომელმაც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრა საჯარო სკოლა – დაფინანსდება არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარით. 4.3.5. წოდებების და ჯილდოების მინიჭების ღონისძიებები კულტურისა და სპორტის სფეროში (პროგრამული კოდი 05 03 05) პროგრამის მიზანია კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების შრომითი ნაყოფიერების, პროდუქტიულობისა და მოტივაციის ამაღლება. 4.3.5.1. „კულტურის საუკეთესო მოღვაწე“ – ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ წოდებას მიიღებს კულტურის სფეროს მოღვაწე, რომელსაც გამოავლენს სამსახური, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა ჩართულობით. 4.3.5.2. „წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი“ – აღნიშნული წოდება მიენიჭება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიოთეკების თანამშრომელს, რომლის გამოვლენა მოხდება ა(ა)იპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შექმნილი კომისიის მიერ. კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და სამსახური. გამოვლენილ ბიბლიოთეკარს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4.3.5.3. „წლის საუკეთესო მკითხველი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკის თითო ყველაზე აქტიურ მკითხველს. მონაცემებს შეისწავლის სამსახური. 4.3.5.4. „წლის საუკეთესო სპორტსმენი“ – ფულადი ჯილდო ინდივიდუალურ სახეობაში 500 (ხუთასი) ლარი. 4.3.5.5. ,,წლის საუკეთესო ნაკრები“ – გუნდურ სახეობაში საუკეთესო შედეგების მქონე გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში კანდიდატს გამოავლენს სამსახური, სპორტული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. სპორტსმენი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან მიწვეულია საქართველოს ნაკრებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღებს პრემიას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 4.3.5.6 „წლის საუკეთესო მწვრთნელი“ – ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირში მოღვაწე მწვრთნელს, რომელსაც გამოავლენს სამსახური, ა(ა)იპ-ების დირექტორების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან. 4.3.5.7. ,,ახალგაზრდა ხელოვანი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის აღსაზრდელს, რომელსაც გამოავლენს სამსახური, ა(ა)იპ-ების დირექტორების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან. 4.3.5.8. „წლის საუკეთესო მედიკოსი“ - ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ექიმს და ექთანს, რომლებიც გამოვლინდებიან შესაბამის ჯანდაცვის დაწესებულებებში ჩატარებული ფარული კენჭისყრის საშუალებით. კენჭისყრის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახური. 4.3.5.9. პროგრამის დაფინანსების წყაროა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 4.3.5.10. პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 4.3.6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ბანაკში დასვენების მუნიციპალური პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03 06) 4.3.6.1. პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სტიმულირება, ხელშეწყობა და მათი ადაპტირება საზოგადოებაში. მათ მიეცემათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და გამოიჩინონ ინიციატივა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესში, რადგან ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს მის განვითარებას. 4.3.6.2. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი წარჩინებული მოსწავლეები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს და 2017–2018 სასწავლო წელს დაამთავრეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასი, 10 (ათი) დღით გაემგზავრებიან ახალგაზრდულ ბანაკში აქტიური დასვენებისთვის. 4.3.6.3 პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან. 4.3.7. ქვეპროგრამა: „უანგარო მზრუნველის“ წოდების მინიჭების შესახებ (პროგრამული კოდი 05 03 07) 4.3.7.1. პროგრამის სფერო და მიზანი: 4.3.7.1.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, მიანიჭებს „უანგარო მზრუნველის“ წოდებას. 4.3.7.1.2. „უანგარო მზრუნველის“ წოდების მინიჭება შესაძლებელია ქვეყნის მოქალაქეობის, ასაკობრივი და სხვა შეზღუდვების გარეშე. 4.3.7.2. პროგრამის მიზანია საზოგადოებაში წახალისებულ იქნეს მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლო საქმიანობა, ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამბროლაურზე ზრუნვისაგან შეიძლება იყოს განპირობებული. პროგრამის არსი მდგომარეობს დევიზში: ,,ჩემიპ ასუხისმგებლობაა არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებ, არამედ ისიც, რისი გაკეთებაც შემეძლო და არ გავაკეთე“. 4.3.7.3. ,,უანგარო მზრუნველის“ კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: 4.3.7.3.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის არანაკლებ 1%-ს; 4.3.7.3.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს; 4.3.7.3.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს; 4.3.7.4. „უანგარო მზრუნველის“ წოდების მინიჭება 4.3.7.4.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატურებს. 4.3.7.4.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი „უანგარო მზრუნველის“ წოდებას მიანიჭებს არაუმეტს 3 ადამიანს. 4.3.7.4.3. პიროვნებას, რომელსაც მიენიჭება „უანგარო მზრუნველის“ წოდება, გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 4.3.8. პროგრამის მოქმედების ვადა პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძნობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახლემწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებას, კერძოდ: 5.1.1. გადამდებ-არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. 5.1.2. ჯანმრთელობის რისკფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან. 5.1.3. გარემოს, შრომის, სასმელი წყლის, საკვების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა. 5.1.4. ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით. 5.1.5. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა. 5.1.6. მოსახლეობის, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და გაძღოლა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 5.1.7. პროფესიული ადამიანური რესურსების განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება. 5.1.8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციური-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 5.1.9. ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა. 5.1.10. მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება. 5.1.11. პროგრამა ხორციელდება სუბსიდირების გზით. 5.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02) 5.2.1. პროგრამის სფერო და მიზანი: 5.2.1.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არანაკლებ 3 თვისა) მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს. 5.2.1.2. პროგრამის მიზანია იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვეო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით. 5.2.1.3. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს: ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა); ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა; ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა; ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონეპაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა; C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ქვეპროგრამა. 5.2.2. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) (პროგრამული კოდი 06 02 01) 5.2.2.1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა ეპილეფსიით, გლაუკომით, ფსორიაზით, კუნთოვანი დისტროფიით, კრონის, ვილსონის, სისხლის ქრონიკული დაავადებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა, მნიშვნელოვანი შეზღუდვა) ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიური მკურნალობის კურსი და მკურნალობა არ/ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვეო კომპანიების მიერ. 5.2.2.1. პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, საჭიროების შემთხვევაში, ასევე დაუფინანსდებათ თანმხლები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები, სისხლი ან მისი კომპონენტი (პლაზმა ერითროციტული მასა, თრომბოცითული მასა). 5.2.2.1. პუნქტით განსაზღვრული დავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 100 (ასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 5.2.2.2. ქვეპროგრამით ისარგებლებენ 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები. 5.2.3. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) 5.2.3.1. პროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა. 5.2.3.2. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 5.2.3.3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. 5.2.4. ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 03) 5.2.4.1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსებით პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 5.2.4.2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯისათვის. 5.2.5. ამბულატორიულ-მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) 5.2.5.1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს,რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა, 5.2.5.5. პუნქტის 5.2.5.5.3 და 5.2.5.5.4. ქვეპუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარებისა). 5.2.5.2. ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (გარდა 5.2.5.5. პუნქტის 5.2.5.5.3 ქვეპუნქტისა). 5.2.5.3. ქვეპროგრამით განსაზღვრული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ არ/ან ნაწილობრივ უფინანსდებათ სადიაგნოსტიკო კვლევა. 5.2.5.4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. 5.2.5.5. დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები: 5.2.5.5.1. კომპიუტერული ტომოგრაფია; 5.2.5.5.2. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; 5.2.5.5.3. კორონაროგრაფია - 100%-ით; 5.2.5.5.4.ელასტოგრაფია -100 %-ით; 5.2.5.5.5. ენცეფალოგრაფია. 5.2.6. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) 5.2.6.1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა. 5.2.6.2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგიტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ აღემატება 100001-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომელთაც ჩაუტარდათ მწვავე - გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია). 5.2.6.3. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 5.2.6.4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზრვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ არ/ან ნაწილობრივ უფინანსდებათ ქირურგიული მკურნალობა. 5.2.6.5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა. 5.2.7. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსების ქვეპროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 06) 5.2.7.1. ქვეპროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების განხორციელების პირობებს. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობა, სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის აუცილებელი დაავადების სტადიის განმსაზღვრელი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 5.2.7.2. პროგრამის მოსარგებლეები არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“. 5.2.7.3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს 5.2.7. პუნქტის 5.2.7.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომელთაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე) მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას. 5.2.7.4. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. 5.2.7.5. 5.2.7. პუნქტის 5.2.7.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 500 (ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 5.2.7.6. 5.2.7. პუნქტის 5.2.7.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, 5.2.7. პუნქტის 5.2.7.5.ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით. 5.2.8. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 5.2.9. პროგრამის შესრულების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 5.2.11. პროგრამის ადმინისტრირება 5.2.11.1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 5.2.11.2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით, დახმარების საერთო ღირებულება ერთ მოსარგებლეზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათასი) ლარს, გარდა: „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებისა – წლიური ლიმიტი არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარი; ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტებისა – წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი. 5.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 03) 5.3.1. პროგრამის სფერო და მიზანი 5.3.1.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან ბენეფიციარებზე – ამ პროგრამის 5.3.2.5 და 5.3.2.8 ქვეპუნქტების მიზნებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, ხოლო სხვა ქვეპროგრამებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებზე გასაცემი თანხის (შემდგომში – ბენეფიტი) ოდენობასა და გაცემის წესს. 5.3.1.2. პროგრამის მიზნია: მუნიციპალიტეტში ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, რისთვისაც ბენეფიტი გაიცემა ახალშობილთა ოჯახების, მრავალშვილიანი 3 და მეტი (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი), მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) და უსახლკარო ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა), სოციალურად დაუცველი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა, 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა,ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მარტოხელა მშობლისა და 10 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეთა) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის/სარიტუალო მომსახურებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიურ უფასო ერთჯერად კვებას. 5.3.2. სოციალური დაცვის ქვეპროგრამები პროგრამა მოიცავს სოციალური დაცვის შემდეგ ქვეპროგრამებს: ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; მრავალშვილიანი (3 დამეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (ომის მონაწილეთა) და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის/სარიტუალო მომსახურებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა; 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება; მარტოხელა მშობლის (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ერთჯერადი ფინანსური დახმარება; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება და 10000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა. 5.3.2.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება და საახალწლოდ და სააღდგომოდ სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 01) 5.3.2.1.1. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 001-ს და არის: მარტოხელა პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. 5.3.2.1.2. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად, გარდა კვირისა და სხვა უქმე დღისა (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვანო კობახიძის ქ. N4-ში.). 5.3.2.1.3. კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. 5.3.2.1.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აქვს 10 000-მდე სარეიტინგო ქულა, საახალწლოდ და სააღდგომოდ გადაეცემა სასურსათო პაკეტი 60 (სამოცი) ლარის ფარგლებში. 5.3.2.1.5. სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიწოდებული სიების საფუძველზე. 5.3.2.1.6. ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა მერის წარმომადგენელის მიერ, აღნიშნული საჩუქრის მიღება დოკუმენტურად დადასტურებული იქნება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერებით. 5.3.2.2. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილის მშობელზე, რომლის ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლად. ახალშობილობის პერიოდში (0-დან 28 დღის ჩათვლით) პირველ და მეორე ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, მესამე და მომდევნო ახალშობილის შეძენის შემთხვევაში – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.3. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 03) 5.3.2.3.1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: 5.3.2.3.1.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება. 5.3.2.3.1.2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება. 5.3.2.3.2 .მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. 5.3.2.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 04) 5.3.2.4.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.5. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) 5.3.2.5.1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, უსახლკაროდ დარჩენილ დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამავე უნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით, არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.6. მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი06 03 06) 5.3.2.6.1. მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობლებზე (საჭიროების შემთხვევაში მშობელზე) 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.7. მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 07) 5.3.2.7.1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე: 5.3.2.7.1.1. ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5.3.2.7.1.2. ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში –წარმომადგენელზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.8. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 08) 5.3.2.8.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე უსახლკარო პირთა ოჯახებზე, რომლებიც სტიქიური მოვლენების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, ბინის ქირისათვის ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 5.3.2.9. მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 09) 5.3.2.9.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.10. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 10) 5.3.2.10.1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, ხოლო სხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ (65 000-ი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე) ვეტერანზე – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით (17 ოქტომბერი), ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიწოდებული სიების საფუძველზე. 5.3.2.11. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 11) 5.3.2.11.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს, სადაც არ ცხოვრობს შრომისუნარიანი მამაკაცი და ოჯახს არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის შესაძენად, საშეშე მერქანი გაიცემა არაუმეტეს 5მ3 -ისა. 5.3.2.12. 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.(პროგრამული კოდი 06 03 12) 5.3.2.12.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 5.3.2.13. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზრვრება 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 5.3.2.14. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან. |
თავი III
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები