„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016472
35
21/03/2018
ვებგვერდი, 23/03/2018
010250020.35.160.016472
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35

2018 წლის 21 მარტი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08.02.2018წ., 010250020.35.160.016457) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფასა და ინსპექტირებას;“

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წინასაპროექტო  და წინასწარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას;“

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)   პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;“

დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო)  სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და  შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;“

ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი/სპეციალისტი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი