დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 02/11/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გათვალისწინებით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რამაც გამოიწვია საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 164,6 მლნ ლარით შემცირება, მთავრობის საქმიანობა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს განიხილოს მთავრობის იმ წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, რომელთა ქმედებამ გამოიწვია დეფიციტის დაფინანსებაში 164,6 მლნ ლარის დანაკლისი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2001 წლის 18 ოქტომბერი
№1110–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები