მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016279
13
19/03/2018
ვებგვერდი, 22/03/2018
010260020.35.109.016279
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 19 მარტი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №49 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016254) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (შემდგომში განყოფილებებისაგან).“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016255) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) მე-8 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 3
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №51 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/12/2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016256) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 4
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016257) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან (შემდგომში განყოფილებისაგან).“;

ბ) მე-14 მუხლის   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 5
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №53 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.

2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-17 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 6
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №55 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016260) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 7
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №56 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 8
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №59 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“;

ბ) დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია