„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016735
43
27/03/2018
ვებგვერდი, 28/03/2018
140130000.22.034.016735
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №43

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/03/2016,  სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016512) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ლოჯისტიკის სამმართველო;

ბ) სწრაფი რეაგირების სამმართველო;

გ) ოპერატიული სამსახური;

დ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ე) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება.

მუხლი 8

1. ლოჯისტიკის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება; 

ბ) ტრანსპორტის განყოფილება;

გ) სანივთე და სურსათის მომარაგების განყოფილება;

დ) რეგიონალური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) შეიარაღების განყოფილება;

ვ) აღრიცხვიანობის ქვეგანყოფილება.

2. ლოჯისტიკის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებას, დეპარტამენტის ბეჭდების, შტამპების, ლუქებისა და ნომრიანი ბლანკების აღრიცხვას და შენახვა-დაცულობას;

ბ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაგზავნას;

გ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ დაგეგმილ სპორტულ, სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებებში დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უგზავნის ან/და გამოითხოვს ინფორმაციას როგორც  სამინისტროს დანაყოფებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან;

ე) ახორციელებს საქმისწარმოების კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობას;

ზ) აწარმოებს დეპარტამენტისათვის საჭირო სურსათისა და სხვადასხვა დასახელების მატერიალურ საშუალებათა დროულ შეძენასა და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით განაწილებას;   

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ბაზებზე არსებული სასადილოების გამართულ ფუნქციონირებას და პირადი შემადგენლობის კვებას;

ი) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სამშენებლო-სარემონტო და სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარებას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, კორპორატიული სატელეფონო ნომრები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) აღრიცხვას და ინვენტარიზაციას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შეიარაღებას, საბრძოლო მასალითა და ინვენტარით მომარაგებას;          

მ) უზრუნველყოფს სპეციალური საბრძოლო მომზადების გეგმებითა და სასწავლო-საწვრთნელი პროგრამებით დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სპეციალურ სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას, ასევე გახარჯული საბრძოლო მასალების ჩამოწერას;

ნ) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და ექსპლუატაციის კონტროლს;

ო) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევას და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;

პ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მიზნობრივი გრანტის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში გადაგზავნას.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. ოპერატიული სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) I განყოფილება;

ბ) II განყოფილება; 

გ) ანალიტიკური განყოფილება;

დ) კავშირგაბმულობის განყოფილება.

2.  ოპერატიული სამსახური:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასაცავი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიტიკურ დამუშავებასა და გამოყენებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების, ასევე სამართალდარღვევების თავიდან აცილებას, გამოვლენას, აღკვეთას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მოიპოვებს ოპერატიულ ინფორმაციას სამართალდარღვევისა და მასში მონაწილე პირების შესახებ; ახორციელებს ღია წყაროებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს რეგიონალურ სამმართველოებში განთავსებული სამორიგეო ჯგუფებიდან ინფორმაციის მიღებას, შეგროვებას, სისტემატიზაციასა და ანალიზს;

ვ) დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზს და ამუშავებს სტატისტიკას;

ზ) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ოპერატორ კომპანიებთან არსებული ოპერატიული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, სამოქმედო გეგმებისა და წინადადებების შემუშავებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, მილსადენების პროექტების ინვესტორებთან, ნავთობკომპანიებთან და მათ კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგულარული კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოფს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ მილსადენების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დაცვისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვას;

ი) საგანგებო შემთხვევების დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის მობილიზაციის მიზნით მისი სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობის დროულ ინფორმირებას;

კ) დამტკიცებული გეგმის მიხედვით უზრუნველყოფს სიგნალ „განგაშზე“ დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინფორმირებას და გამოცხადებას;

ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული რადიოკავშირის საშუალებათა შეუფერხებელ მუშაობას;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეთა მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ინფორმაციის რეგისტრაციას და შემდგომში ოპერატიული სამსახურისათვის გადაცემას.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეთა მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ინფორმაციის რეგისტრაციას და შემდგომში ოპერატიული სამსახურისათვის გადაცემას.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

1. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრისა და კურატორი მინისტრის (არსებობის შემთხვევაში) ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია