„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 19/03/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016141
7
19/03/2018
ვებგვერდი, 20/03/2018
040170020.57.069.016141
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №7

2018 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

 

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16.11.2015, 040170020.57.069.016073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

2. კონკურსის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილობითი შეტყობინება შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, შემსყიდველი ორგანიზაციის/მისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ოფიციალურ ბლანკზე.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს. ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი;“;

ბ.ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ.დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;“.

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანების თანდართული დანართით.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე შეწყვეტილად ჩაითვალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარე ის ადმინისტრაციული წარმოებები, რომელთა დაწყების საფუძველიცაა ელექტრონული ტენდერიდან/კონკურსიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე




დანართი

პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობითი

შეტყობინება

[შედგენის თარიღი და ადგილი]

გიგზავნით პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობით შეტყობინებას:

 

შესყიდვა: [სატენდერო/საკონკურსო განცხადების ნომერი ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი. ელექტრონული ტენდერის ერთობლივად ჩატარების შემთხვევაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი].

 

პრეტენდენტი/მიმწოდებელი: [მიეთითება პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი].

 

შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი: [შემსყიდველი ორგანიზაცია მოკლედ აღწერს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის წინაპირობებს].

 

თანდართული დოკუმენტები: [შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წერილობით შეტყობინებას დაურთოს წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სათანადო დოკუმენტაცია სრულად, თანმიმდევრობით (ქრონოლოგიურად) და შესაბამისი მითითებებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სისტემაში, ეს დოკუმენტები წერილობით შეტყობინებას აღარ დაერთვის].

 

[დანართის რაოდენობა].

[შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა]

[ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)].