ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ

ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1000/23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 08/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016522
1000/23
08/03/2018
ვებგვერდი, 20/03/2018
480610000.03.030.016522
ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე

საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ


საქართველოს მთავრობა და ბარბადოსის მთავრობა,

სურთ რა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას,

ხელმძღვანელობენ რა ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებითა და პრინციპებით,

თანხმდებიან, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღს.

რის დასტურადაც, მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2018 წლის 8 მარტს.

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

ბარბადოსის მთავრობის

სახელით

                            (ხელმოწერილია)                                                       (ხელმოწერილია)

                             კახა იმნაძე                                                           ჯულიეტ ბაბ-რაილი

            ელჩი, მუდმივი წამომადგენელი                                  საქმეთა დროებითი რწმუნებული.