,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016174
01-65
19/03/2018
ვებგვერდი, 20/03/2018
010320040.22.030.016174
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-65

2018 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის N01-76 ბრძანების (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ვ) მენტორი – შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობას.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფორმით.

3. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევის ქულა (GPA) უტოლდება 3.0-ს (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

4. პრაქტიკანტთა მიღება წარმოებს გასაუბრების ფორმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.“;

გ) თავი II-სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი II. სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა შესარჩევი კომისიები, სტაჟიორთა კონკურსი, სტაჟიორთა დანიშვნა, პრაქტიკანტთა მიღება“;

დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც აგვარებს სტაჟიორთა კონკურსთან (შემდგომში – კონკურსი) დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას. კომისიის მდივანს არ აქვს ხმის უფლება.“;

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტრო/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს წელიწადში ორჯერ მაისის თვის პირველ სამუშაო დღეს და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს. კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 111. პრაქტიკანტთა შესარჩევი კომისია, პრაქტიკანტთა მიღება

1. პრაქტიკანტთა შერჩევის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში იქმნება პრაქტიკანტთა შესარჩევი კომისია მინისტრის/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა.

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისაგან.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც აგვარებს გასაუბრებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, აწარმოებს საჭირო დოკუმენტაციას.

5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის მდივანს არ აქვს ხმის უფლება.

6. პრაქტიკანტთა მიღება წარმოებს გასაუბრების ფორმით. კანდიდატებთან გასაუბრებისა და სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მათი გამწესების მიზნით, კომისია შეიკრიბება თვეში ერთხელ.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.

9. ცენტრალურ აპარატში პრაქტიკანტთა მიღების პროცედურებსა და პრაქტიკის გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი), ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი (შემდგომში – უფლებამოსილი თანამდებობის პირი).

10. ჩატარებული გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კომისია მინისტრს/საზღვარგარეთ სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება.

11. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს პრაქტიკის გავლის კანდიდატს კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.“.

ზ) მე-13 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მენტორის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში;“;

თ) მე-14 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დადგენილ ვადაში შეასრულონ მენტორის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;“;

ი) მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი წარუდგენს სტაჟიორს და პრაქტიკანტს მენტორს.

3. მენტორი:

ა) აცნობს სტაჟიორს და პრაქტიკანტს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროს, სპეციფიკასა და საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;

ბ) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობას, აკონტროლებს მათ მიერ ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს სტაჟიორს და პრაქტიკანტს უფლება-მოვალეობების განხორციელების პროცესში;

დ) სტაჟიორს და პრაქტიკანტს აძლევს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულებას და განუსაზღვრავს ვადას, აწვდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ე) აფასებს სტაჟიორს დანართი N4-ით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით, რომელსაც კონტრასიგნაციით ამოწმებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი;

ვ) აწვდის ინფორმაციას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე.“;

კ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სტაჟიორის მენტორის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე, ხოლო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი საკუთარი ინიციატივით ან მენტორის წინადადების საფუძველზე.“;

ლ) მე-18 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მენტორი აფასებს სტაჟიორს ამ ბრძანების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“;

ლ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ, მენტორი აძლევს პრაქტიკანტს წერილობით დახასიათებას, რომლის საფუძველზეც ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი გასცემს ცნობას სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.“.

2. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 აპრილის №01-76 ბრძანების (ვებგვერდი, 13/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016161) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე




დანართი №4

 

სტაჟიორის შეფასების ფორმა

 

 

 

დაწესებულება (დასახელება):         _____________________________________________

სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული:  ______________________________________                                    

სტაჟიორის სახელი/გვარი:     __________________________________________________

მენტორი:      _______________________________________________________________

     სტაჟირების დაწყების თარიღი:   _______________________________________________

     სტაჟირების დასრულების თარიღი:_____________________________________________

     შევსების თარიღი:     __________________________________________________________


შეფასების კრიტერიუმები

არ ვეთანხმები

(1 ქულა)

ნაწილობრივ ვეთანხმები

(2 ქულა)

სრულიად ვეთანხმები

(3 ქულა)

1

იცავს ორგანიზაციული ქცევის ნორმებს

 

 

 

2

ფლობს კონკრეტული სფეროს შესაბამის თეორიულ ცოდნას

 

 

 

3

დავალებას ასრულებს ხარისხიანად

 

 

 

4

დავალებას  ასრულებს დადგენილ ვადებში

 

 

 

5

ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს

 

 

 

6

ავლენს გუნდურად მუშაობის უნარს

 

 

 

7

ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე

 

 

 

8

ავლენს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს

 

 

 

9

ავლენს  კრიტიკული აზროვნების/ანალიზის უნარს

 

 

 

10

ავლენს ინიციატივის გამოვლენის უნარს

 

 

 

11

ავლენს კომუნიკაციის უნარს

 

 

 

 

ქულა:

____________

 

 

 

 

დამატებითი კომენტარი/რეკომენდაცია სტაჟიორის შეფასებასთან დაკავშირებით:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

მენტორის ხელმოწერა: ----------------        სტაჟიორის ხელმოწერა: -------------------------