ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016373
25
16/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
010260020.35.132.016373
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №25

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კო­დექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახუ­რის დე­­ბუ­ლე­ბა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკი­ცე­ბის შე­სახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპა­ლი­ტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №17 დად­გე­ნი­ლე­ბა (www.matsne.gov.ge; 30/06/2017წ; სარეგისტრაციო კოდი: 010260020. 35.132. 016321).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სა­მ­სახურის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომე­ლიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფი­ნან­სო-საბიუჯეტო სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთე­ულე­ბის – განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქ­ტე­ბითა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­­დგომ­ში - მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1.  სამსახურის ამოცანებია:

ა) მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოქალაქეთა ჩართულობის ორდონიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა;

გ) მუნიციპალიტეტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება;

დ) მუნიციპალიტეტის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;

ე) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო პროცესების წარმართვა.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რისთვისაც სამსახური:

ა.ა) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექ­ტე­ბის ფორ­მი­რების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პრო­ექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;

ა.ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბა­მისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და საბი­უჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად;

ა.გ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან და საბიუჯეტო ორგანი­ზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორ­მაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპა­ლი­ტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადა­დებებს მათ დასაზუსტებლად;

ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემოსულობების პროგნოზი­რე­ბას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორ­დინაციით;

ა.ე) მონაწილეობას ღებულობს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პრო­ექტის შემუშავებაში;

ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრო­ექტს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) შესაბამისი დადგენილების პროექტთან ერთად;

ა.ზ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს საკრებულოს დადგენი­ლების პროექტს მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ა.თ) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დამტკი­ცე­ბულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, ბიუჯე­ტის დაზუს­ტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხე­ბის გადანაწილების თაობაზე;

ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიზნით სამსახური:

ბ.ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით;

ბ.ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური­დან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

 ბ.გ) დადგენილი წესის თანახმად ახორციელებს სახაზინო ოპერაციებს;

ბ.დ) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებუ­ლებებს და საგადახდო მოთხოვნებს;

ბ.ე) მერის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმო­ხი­ლვისა და შესრუ­ლე­ბის წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით სამსახური:

გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორ­მაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;

გ.ბ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის სტრუქტუ­რული ერთეულებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;

გ.გ) ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შეს­რუ­ლების წლიურ ანგარიშებს;

დ) მერიის წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა ბიუჯეტის დაფინან­სებაზე მყოფ ორგანიზაციებზე, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმ­ჯო­ბესების სა­კითხებ­ზე;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამარ­თლის იურიდიული პირების საშ­ტატო განრიგების პროექტების მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების შედგენა, მერიის სტრუქტუ­რული ერთე­ულე­ბის მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე;

თ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება. სტრუქტუ­რუ­ლი ერთე­ულების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის საშუა­ლების შერჩევა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება. შერჩეული სა­შუ­ა­ლების კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული, დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პრო­ცე­დურების მომზადება, სატენ­დერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულება და სატენდერო/საკონკურსო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნ­ვე­ლ­ყოფა;

ი)  მერიის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგის­ტ­რაცია, აღრიცხვა და შენახვა;

კ)  სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება.


მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახურს უფლება აქვს:

ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოით­ხო­ვოს და შეუფერხებლად მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, მუნიციპა­ლიტეტის მიერ დაფუძნებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრუ­ლების და აღრიცხვა-ანგარიშ­გე­ბის პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭირო­ების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორ­გა­ნიზაციული ღონისძიებები, მერიის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინ­ტე­რე­სებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით;

გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობები და ითა­ნამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებ­თან;

დ) მიავლინოს სპეციალისტები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდი­ლების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად.

2. სამსახურის მოვალეობაა:

ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, გაწეული მუ­შაო­ბის შესახებ დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორ­მა­ციე­ბი მერს და საკრებულოს;  

ბ) განიხილოს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან, სხვა­­დასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები, მოქა­ლა­ქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადა­დებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმ­დებ­ლობის დაცვით.


მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლობით დად­გე­ნილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზ­ღვრება წი­ნამდებარე დებულებით.


მუხლი 7. საბიუჯეტო განყოფილების უფლებამოსილებები

1. საბიუჯეტო განყოფილება:

ა) შეიმუშავებს საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს;

ბ) მონაწილეობას ღებულობს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზა­დე­ბა­ში;

გ) ახდენს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას, მერიის სხვა სამსახუ­რე­ბი­დან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმ­დებ­ლო­ბით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას;

დ) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს მუნი­ციპალი­ტე­ტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას;

ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარ­გლებში, მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან კოორდინაციით ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალურ განწერას;

ზ) ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის მუნიცი­პალი­ტეტის ბიუ­ჯეტით დამტკიცებულ წლიური ასიგნებების დაზუსტების და ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხ­ლებს შორის ხარჯების გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონ­მდებ­ლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით;

თ) ამზადებს მერის ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფონდე­ბიდან თან­ხის გამოყოფის შესახებ;

ი) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (საკ­რე­ბულო, მერია, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერ­ციული) იურიდი­ული პირები) დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების მიღებას, საბიუჯეტო მაჩვე­ნებ­­ლებთან შედარებას;

კ) ადგენს და დადგენილ ვადებში საკრებულოში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუ­ჯე­ტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ლ) მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საშტატო განრიგების დამტკიცების თა­ობაზე მერის შესაბამისი ბრძანების პროექტებს;

მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდე­ლების ყოველ­დღიურ აღრიცხვას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეც­დომით  გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

ნ) პროგრამული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით აღრიც­ხავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებს;

ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა­ცი­ები­დან (საკრე­ბულო, მერია, ა(ა)იპ-ები) გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორ­­მა­ციის მიღებას, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშ­ვე­ობით. უზრუნ­ველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის შემოწმებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბ­რუნებას;

პ) ახორციელებს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (საკ­რებულო, მერია, ა(ა)იპ-ები) ვალდებულებების დოკუმენტების და კვარტალური განაცხა­დების მიღებას, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვე­ობით. უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტების რეკვიზიტების სის­რუ­ლის და საბიუჯეტო კლა­სიფიკაციასთან შესაბამისობის შემოწმებას და გადაგზავნას სახელ­მწიფო ხაზინაში. არა­სრულ­ყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმომ­დგენისთვის შენიშვნით უკან დაბ­რუ­ნებას;

ჟ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები­დან (საკრებუ­ლო, მერია, ა(ა)იპ-ები) საგადახდო მოთხოვნების მიღებას, სახელმწიფო ხაზი­ნის ელექტრო­ნული მომსახურების სისტემის მეშვეობით. უზრუნველყოფს წარ­მოდ­გენილი დოკუმენტების რეკვიზი­ტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებუ­ლებებთან, გადაგზავ­ნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვე­ვაში, წარმომ­დგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას;

რ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები­დან (საკრებულო, მერია, ა(ა)იპ-ები) წარმოდგენილ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწ­მე­ბის დოკუ­მენ­ტების მიღებას, დამუშავებას, დადასტურებას და გადაგზავნას სახელ­მწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბ­რუნებას;

ს) უზრუნველყოფს კომერციულ ბანკში გახსნილ მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგა­რიშებზე სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანას და საჭი­­­როების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბ­რუნებას;

ტ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფლებამოსილებები
1. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება:

ა) ახორციელებს მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალის­წინე­ბული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან;

ბ) უზრუნვეყოლფს მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორ­მაციის სახელმწიფო ხაზინაზე წარდგენის მიზნით დოკუმენტების მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწი­ნებუ­ლი სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალის­წინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას;

დ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრუ­ლებაზე პასუხისმ­გებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოე­ბის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით);

ე) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბა­მისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრუ­ლების კონტროლზე პასუ­ხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;

ვ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენ­ტაციის საფუ­ძ­­ველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას;

ზ) უზრუნვეყოლფს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუ­მენ­­ტა­ციის და წი­ნას­წარი გადახდის დამოწმების დოკუმენტაციის მომზადებას;

თ) ახდენს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ფაქ­­­ტობ­რივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებუ­ლებებით ოპერა­ციების ბუღალტრულ აღრიცხვას, დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ახდენს მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშ­­გების შედგენას;

კ) ახდენს საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;

ლ) ახდენს მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და გაცემას;

მ) ახდენს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშს­წორებათა სრულ აღრიცხვას;

ნ) ახდენს მერიის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას;

ო) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახ­ვას და არქივში ჩაბარებას;

პ) უზრუნველყოფს სტატისტიკის სამსახურში წარსადგენი დოკუმენტებისა და ანგარიშე­ბის შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას;

ჟ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინან­სებაზე მყოფ ორგანიზაციებს, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე;

რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. განყოფილება, მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს, ახორციელებს მხო­ლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონ­მდებ­­ლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. შესყიდვების განყოფილების უფლებამოსილებები
1. შესყიდვების განყოფილება ახორციელებს:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას - ბიუჯეტისა ან/და მერიის სტრუქტუ­რული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის კორექტირებას;

ბ) შესყიდვების გეგმის მიხედვით, მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან წარმოდ­გენილი მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორ­ცი­ელე­ბას:

ბ.ა) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენ­ტა­ციის პრო­ექ­ტის შედგენას და დასამტკიცებლად სატენდერო/საკონკურსო კომისიისათ­ვის წარდგენას;

ბ.ბ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, შესაბა­მისი სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენ­ტაციის მომზა­დებას და მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტე­მაში ასახვას;

ბ.გ) სატენდერო/საკონკურსო კომისიების აპარატის საქმიანობის საერთო კოორ­დინაციას;

ბ.დ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვის გამარტ­ივებუ­ლი შეს­ყიდვით განხორციელების მიზნით საჭირო პროცედურების განხორციელებას;

ბ.ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტის და შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მათში ცვლილებების პროექტის მომზადებას;

გ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და მათში ცვლი­ლებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალის­წინებული, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას;

ე) ტენდერის/კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში განხილვისთვის საჭირო ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­თლებრივი აქტები. 


მუხლი 11. სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთრებას.


მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგე­ნილი წე­სით.