ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016368
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
16/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
010260020.35.132.016368
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2018 - 30/01/2020)

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსა­ხურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/09/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132. 016217).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/09/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016220).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის (შემ­დგომ­ში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ­გან­ვი­თარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქ­ტე­ბითა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1.  სამსახურის ამოცანებია:

ა) ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული და­გეგ­­­მვისა და ქალაქთმშენებლობის დო­კუმენტების შემუშავება;

გ) მშენებლობის სფეროში შესაბამისი გა­დაწყვეტილებების მომზადება;

დ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორ­ცი­ელე­ბა;

ე) სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმის­წარ­მოება და თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში, კანონ­­მდებლობით გათ­ვა­ლის­წინებული საქმიანობის განხორციელება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექ­ტუ­რულ-ქალაქთმშენებ­ლო­ბი­თი პროცესე­ბის მართვა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეა­ლი­ზაციისათ­ვის კანონმ­დებ­ლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტა­ციის დამუშავება, მათი დამ­­­­­ტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლე­ბ­რივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითა­რებისა და რე­ა­ბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებაში, კონკურსების ორგა­ნი­ზებაში მო­­­ნა­წილეობის მიღება;

დ) მიწათსარგებლობის გეგმის შედგენაში, აგრეთვე, განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობი­ექ­­ტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

ე) მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორ­დი­ნა­ცია და მშე­ნებ­ლობის რეგულირება;

ვ) დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტ­კი­ცე­ბის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის თა­­ო­ბა­ზე შესა­ბა­მისი ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა;

ზ) დადგენილი წესით, სპეციალური ზონალური შეთანხმების თაობაზე შესაბამისი ინდი­ვი­დუა­ლური ადმინისტრა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტის პროექტის მომზადება;

თ) დადგენილი წესით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშე­ნებ­ლობა/მონტაჟის ქალაქთმ­შე­­ნებ­­ლო­ბით დო­კუმენტებთან შესა­ბა­მისობის და მშენებლობის გან­­ხორციელების შესაძლებ­ლო­ბის და­და­ს­ტუ­რების თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა;

ი) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესა­ბა­მი­სი ადმინის­ტ­რა­ც­ი­ულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა;

კ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დად­გე­ნის თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ლ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პრო­ცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება;

მ) ისტორიული განაშენიანების ზონების განაშენიანებისა და განვითარების პროცესების მართვა;

ნ) ისტორიული განაშენიანების ზონების რეგულირების დოკუმენტაციის დამუშავება, მათი და­მ­ტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლე­ბრივი აქტების პროექტების მომზადება;

ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების, გამწვა­ნე­ბუ­ლი ტერიტო­რი­ების, გზე­ბის, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. და­გეგ­მა­რებაში მონა­წი­ლეობის მიღება;

პ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, მათ შორის უსაფრთხოების წესების დაც­ვა­ზე ზედამხედველობა და დარღვევის ფაქტების გამოვლენა, უნებართვო ან/და დარ­ღ­­ვევით მშე­ნე­ბარე ობი­ე­ქ­ტე­ბის შეჩერე­ბა­ზე, სამშე­ნებ­ლო დოკუმენ­ტა­ცია­სთან შესაბა­მისობაში მოყ­ვა­ნაზე ან/და დე­მო­ნ­ტა­ჟზე სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმის­წარ­მოება და კა­ნონ­მდებლობით გათვალის­წინე­ბული შესა­ბა­მისი გადაწყვეტილებების მიღება, სა­ჯარიმო სანქ­ცი­ების გა­მო­ყენება;

ჟ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინის­ტრა­­ციულ-სამართლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომზადება;

რ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, პროგ­რამების დაგეგმივისა და განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება;

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარ­მო­ება;

ტ) საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

უ) დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართუ­ლე­ბე­ბი­სა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და ქა­ლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა.


მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები;

ბ) მოამზადოს მუნიციპალიტეტის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექ­ტო-საინვესტიციო წინადადებები;

გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან;

დ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე, და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოამზადოს ნებართვები და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების გან­ხორ­ციელებაში;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაც­­­­ვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დო­­კუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იური­დიუ­ლი პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად;

თ) კანონმდებლობით და­დ­­გენილი წესით გასცეს მითითება, განსაზღვროს დარღვევის აღ­მო­ფ­ხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან და დროულ შეს­რუ­ლე­ბა­ზე, მი­ი­ღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების მის მიერ ან მესამე პი­რის მეშ­ვეო­ბით ან/და საკუთარი ხარ­ჯით შეს­რუ­ლების თაობაზე;

ი) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

კ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ლ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრ­ღ­ვე­ვი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ გამოიყენოს საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

მ) საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამრ­ღვე­ვი პირის ძებნის, გა­ჩე­რების, დადგენის (იდე­­ნტიფიცირების) ან სხვა მიზნით, დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას;

ნ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები;

ო) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების გან­ხორ­ციე­ლე­ბისას გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გა­ზო­მვის მო­­წყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუა­ლე­ბები, ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი.

პ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;

ჟ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

რ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები;

გ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ყველა სახის სამშენებლო, სარე­კო­ნ­სტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქ­მია­ნობასთან დაკავშირებით დად­გე­ნი­ლი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

დ) დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზი­კური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდ­გე­ნი­ლი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილო­ბ­რივი დემონტაჟი;

ე) ოპერატიულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შემოსულ ინფორმაციაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოი­ყენოს შე­სა­ბამისი პასუხისმგებლობის ზომები;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.


მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხის­მ­გე­ბელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილება;

ბ) საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილება;

გ) ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება;

დ) საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით.


მუხლი 7. ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების უფლებამოსი­ლე­ბები
1.  ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ურბნული განვითარების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტაციის, ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და ამოქმედებას;

ბ) უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესების დოკუმენტაციისა და სტრატეგიის შემუშავებას;

გ) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დო­კუ­­მენ­ტების გეგმარებითი დავალებების გა­ცე­მის თაობაზე მუ­ნი­ცი­პალიტეტის შესაბამისი ორ­გა­ნო­ების გადაწყვეტილებათა პროექ­ტე­ბის მო­მზადებას;

დ) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დო­კუ­მენტების, მათი ნაწილების დამტკი­ცე­ბის ან/და მათში ცვლი­ლე­ბების შეტანის თაობაზე თვით­­­­­­­­მმარ­თველობის ორგანოების გა­და­წ­ყ­ვე­ტილებათა პრო­ე­ქ­ტე­ბის მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზ­­ღვრების დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინისტრა­ცი­ულ-სა­მართლებრივი აქტების პროე­ქ­ტების მომზადებას;

ვ) მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსე­ბული ტე­რი­ტო­რიის გან­ვი­თარებისა და რეა­ბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, განხორ­ცი­ელე­ბა­ში, კონ­­­კურსების ორგანიზებაში;

ზ) მონაწილეობას იღებს გან­სა­კუთ­რებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებ­ლო­ბი­თი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასა­შე­ნე­ბელ და სარეკონსტრუქციო ობი­ე­ქ­ტების დაპროექ­ტე­ბის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში;

თ) მონაწილეობას იღებს ქალაქის რეკრეაციული სივრცეების, გამწვა­ნე­ბუ­ლი ტერი­ტორიების, გზე­ბის, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. და­გეგ­მა­რებაში;

ი) მონაწილეობას იღებს ქალაქის გამწვანების გეგმის შემუშავებაში, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების შედგენაში;

კ) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფლება­მოსილებები
1. საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ურბანული განვითარების მარეგულირებელი  სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტაციასა და ურბანული განვითარების სტრატეგიასთან მშენებლობის ნებართვების გაცემის შესაბამისობას;

ბ) უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესების დოკუმენტაციასა და სტრატეგიასთან მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაბამისობას;

გ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემის შესაბამისობას გამწვა­ნების, სატ­რან­სპორტო ინფრასტრუქტურის და ქალაქის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება-დი­ვერ­სი­ფიკაციის სტრატეგიულ დოკუმენტებთან შესაბამისობას;

დ) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცე­ბას­თან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავში­რე­ბულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტე­ბის მომზადებას;

ვ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტ­რა­ციულ წარმოებას და ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას;

ზ) უზრუნველყოფს I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებ­ლო­­­­ბით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერი­ლობით დადასტურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას;

თ) უზრუნველყოფს სპეციალური ზონალური შეთანხმების თაობაზე შესაბამისი ინდივი­დუა­ლური ადმინისტრა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომზადებას, ახდენს სპეცია­ლური ზონალური შეთანხმების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ უზრუნ­ველ­­ყო­ფას;

ი) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინის­ტ­რაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას;

კ) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფლე­ბა­მოსი­ლე­ბები
1. ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ისტორიული ნაწილის, მასში არსებული ძეგლების, მათი ისტო­რი­ულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების და ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების, სამშენებლო და სხვა საქმიანობის მარეგულირებელი რეჟიმების დამდგენი დოკუმენტაციის შემუშავებას;

ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვებას, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგული­რების დაცვის ზონის დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს ქუჩათა ქსელის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბა­ნული გარემოს, ბათუმის ქუჩების ფუნქციური სტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით შესაბამისი წინა­და­დებების და პროექტების შემუშავებას;

დ) უზრუნველყოფს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონების დადგენისა და  ისტორი­ული, კულტურული, ესთეტიკური ფასეულობის მქონე ბუნებრივი ტერიტორიების განვითა­რების მიზნით შესაბამისი წინადადებების, დოკუმენტაციის შემუშავებას;

ე) მონაწილეობას იღებს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შედგენაში და უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების და დოკუმენტაციის შემუშავებას;

ვ) სწავლობს ისტორიული განაშენიანების ზონის ფარგლებში ნებისმიერი სახის სამშენებ­ლო თუ სხვა სახის სამუშაოების წარმოების შესაძლებელობის საკითხს, განიხილავს შესაბამის პროექტებს და აფასებს დასაშვებობის საკითხს ისტორიული განაშენიანების ზონებში პროექტე­ბით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების შესაძლებლობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კულტურული მემკ­ვიდ­რეობის და ისტორიული განაშენიანების ზონების გამოყენების მიზნით შესაბამისი წინადა­დებების, პროგრამების შემუშავებას;

თ) უზრუნველყოფს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების, სხვა ღირებული ობიექტის ინვენ­ტა­რიზაციას, სააღრიცხვო ბარათების წარმოებას და შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტების საფუძველზე განსაზ­ღვრული ძეგლების რეესტრის წარმოებას;

ი) ამუშავებს ინფორმაციას ისტორიული განაშენიანების ზონის, ასევე ძეგლის ტერიტო­რი­აზე და მის  დამცავ ზონაში არსებული ობიექტების საკუთრების თაობაზე;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ისტორიულ ნაწილში მიმდინარე ნების­მიერი სახის სამშენებლო სამუშაოების (რესტავრაცია, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ახალ­მშე­ნებლობა და ა.შ.) რეგულირებისა და მართვის ეფექტურ მექანიზმს და ითანხმებს სამუ­შა­ოების წარმოების შესაძლებლობას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ისტორიული განაშენიანების ზონე­ბის ფარგლებში სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების ექსპერტიზას;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს და პროექტებს ისტორიული განაშენიანების ზონების ფარ­გლებში ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული რესურსების ორგანიზაციის საკითხებზე;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და მონაწილეობას იღებს თემა­ტუ­რი რუკების შედგენაში;

ო) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 10. საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსი­ლებები
1. საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება:

ა) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ყვე­ლა სახის სამშენებლო საქმიანობაზე, სამშენებლო სამუშაოების განხორ­ციე­ლებისას სამშენებლო ნორმების, წესების, მათ შორის უსა­ფ­რ­თხოების წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქ­ტე­ბის მოთხოვნათა დაც­ვა­ზე, სამშენებლო საქმიანობის წარმო­ები­სას სა­მუ­შ­აოების სანებართვო პირობების შესაბამი­სო­ბის დაცვაზე;

ბ) ახდენს უნებართვო ან/და დარ­ღ­­ვევით მშე­ნე­ბარე ობი­ე­ქ­ტე­ბის გა­მო­ვ­­ლენას და მათზე სათანადო რეაგირების განხორციელებას;

გ) განყოფილების მოხელეების მეშვეობით, ახორციელებს სამშენებლო სამართალ­დარ­ღ­ვე­ვის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მი­თი­თებას, სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გო­ნი­ვრულ ვადას, ად­გენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის საქმის განხილვის (ზე­­პირი მოსმენის) შე­სა­ხებ უწ­ყებას (შე­ტ­ყო­ბინებას), ატარებს ზეპირ მოსმენას, ახორციელებს  სა­მარ­თალ­­დარღვევის საქ­მის­წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შე­სა­ბა­მისი სამართლებრივი აქ­ტის პროექტს ხელმოსაწერად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

დ) სამშენებლო სამართალდარღვევათა თავიდან ასა­ცი­ლებლად კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას; 

ე) ახორციელებს დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით კანო­ნ­მ­დე­ბლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ამზადებს ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების ან მი­ღე­ბა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქ­ტის პროექტებს;

ვ) ახორციელებს სამშენებლო სატრანსპორტო ტექნიკით საზო­გა­დო­ე­ბრივი ად­გი­ლებით სარგებლობის შეზღუდვის უფლების (ნებართვა, თანხმობა, დადას­ტუ­რე­ბა) მინიჭების თაობაზე ადმი­ნის­ტ­რა­ციულ წარმოებას და შე­სა­ბა­მისი სამართლებრივი აქ­ტის პროექტს ხელმოსაწერად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ზ) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­­თლებრივი აქტები.


მუხლი 12. სამსახურის დაფინანსება და ქონება 
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რებას.


მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.