„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016366
18
16/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
010250050.35.132.016366
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №18

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში (საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 01/09/2014, სა­რეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016215) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბა და  დად­გე­ნი­ლებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერია, როგორც დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო), შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. მერია საქართველოს კა­ნონ­მ­დებ­ლობისა და ამ დებულებით დადგენილი კომ­პე­ტენ­ციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქა­ლა­ქო პოლიტიკის შემუშავებას, ქალაქის განვითარების სტრატეგიისა და პროგრამების მომზა­დე­ბას, მათი განხორციელების კოორდინაციას და შესრულების ზედამხედველობას, მუნიციპა­ლი­ტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად მუნიცი­პა­ლურ პროგრამათა განხორციელებას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვიცე-მერი და მოადგილეები მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:

ა) ხელმძღვანელობენ მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;

ბ) ამზადებენ და მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმია­ნობას;

დ) შესაბამისი სფეროების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ ბათუმის მერის და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) თავისი უფლე­ბა­მო­სილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების­თ­ვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური;

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური;

ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური;

ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლი­ტიკის სამსახური;

ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.

2. სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ შესაბამის სფეროებში მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კოორ­­დინაციას უწევენ  შესაბამის სფეროებში მოქმედი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ­სე­­ბუ­­ლი დაწესებულე­ბების საქმიანობას, ახდენენ მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმია­ნობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, საინ­ფორმაციო და მატერიალურ-ტექნი­კურ უზრუნველყოფას.“.

ე) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

ვ) მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

თ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მერიის სტრუქტურული ერთე­ულის ხელმძღვანელის დადგენილება.“;

ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები

მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები:

ა) მერი;

ბ) ვიცე-მერი;

გ) მერის მოადგილე;

დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაცია, სამსახური) უფროსი;

ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება) უფროსი;

ვ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ზ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

თ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

კ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

ლ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე