დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.020445 |
|
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/03/2017; 010240010.10.003.019825) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის: ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7, საფოსტო ინდექსი – 0105.“; ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის შერიგების, ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და საზოგადოებრივი დიალოგის, სახალხო დიპლომატიასა და ადამიანთა შორის კონტაქტებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და ინიციატივების, ამ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული კვლევებისა და გამოცემების, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ინიციატივებისა და პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.“. 2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები