„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016284
47/04
16/03/2018
ვებგვერდი, 16/03/2018
220090000.18.011.016284
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №47/04

2018 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-11 პუნქტები:

„9. ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკიდან სხვა ბანკში სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლების ან ვალდებულების გადაცემისას, თუ ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში პირი არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა ბანკში გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემისას არ იცვლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭირო არაა მიმღებ ბანკში პირის მიერ ანგარიშის გახსნისათვის განაცხადის წარდგენა. ანგარიშების გახსნა ხდება ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის ხელთ არსებულ პირის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციისთვის განკუთვნილ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. მიმღებმა ბანკმა, ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის მიერ გადაცემული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა განახორციელოს მხოლოდ თანხის ერთი ოპერაციის ფარგლებში სრულად განაღდება, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ კლიენტი არ არის შეტანილი ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. თუ მიმღებ ბანკში გადატანილ ანგარიშზე გამოყენებული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმღები ბანკი ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს თანხის ჩარიცხვის ოპერაციას და ყადაღის აღსასრულებლად ყადაღის მოცულობის ფარგლებში არსებული თანხების ჩამოჭრას. ნებისმიერი სხვა ტიპის საბანკო მომსახურების გაწევისას, მიმღები ბანკი  ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე