„ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016326
98
15/03/2018
ვებგვერდი, 19/03/2018
010250020.35.121.016326
„ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №98

2018 წლის 15 მარტი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №24  დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01.06.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016168) დანართში – „ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესი“ – შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ვანის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.“.

2. დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის მერს;“.

3. დანართის მე-4 მუხლის 1-ლი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ვანის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით – ბრძანებით.“

4. დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ: საკრებულოს, მერიის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე მიენიჭათ ვანის მუნიციპალიტეტის  საპატიო  წოდებები და ჯილდოები.“.

5. დანართის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს,  კომისიის წარდგენის საფუძველზე, ანიჭებს  ვანის მუნიციპალიტეტის მერი.“.

6. დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“.

7. დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ   „ვანელობის“ სახალხო დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში, ყოველწლიურად ან მერის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, წელიწადის  ნებისმიერ დროს  საზეიმო ვითარებაში.“.

8. დანართის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობისა და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის მერია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი