დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №19 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016325 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №19 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №19 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 28.04.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016163) დანართში – „ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი“ – შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს მუნიციპალიტეტის მერი.“. 2. დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი; ბ) პროგრამისათვის (ქვეპროგრამისათვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა; გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება; დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.“. 3. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც 3 სამუშაო დღის ვადაში აუცილებლად უნდა გამოიცეს წერილობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები