“საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშისა და პერიოდული ანგარიშების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებული “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ” წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 12/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 19/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 350.090.000.17.014.005.016
  • Word
12
12/10/2001
სსმ, 112, 19/10/2001
350.090.000.17.014.005.016
“საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშისა და პერიოდული ანგარიშების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებული “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ” წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.090.000.17.014.005.016

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 12

2001 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

”საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული  ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის                       2000 წლის 29 მარტის 5 დადგენილებით დამტკიცებული “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ” წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე:

”საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის 5 დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ” წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე, მე-40 და 41-ე პუნქტები:

“39. ადვილად ხელმისაწვდომი ადგილი – საბროკერო კომპანიის ოფისში ხელმძღვანელობის ნებართვით დოკუმენტების ადვილად მოპოვების მიზნით გამოყოფილი სათავსი”;

“40. დაცული ადგილი – რკინის კარებით აღჭურვილი სათავსი ან ცეცხლგამძლე კარადა, რომელიც განთავსებულია საბროკერო კომპანიის ოფისში”;

“41. საბროკერო კომპანიის ოფისი – სხვა დაწესებულებებისაგან და საქმიანობებისაგან განცალკევებული შესასვლელით გამოყოფილი ფართი, რომელიც არ მდებარეობს და არ უკავშირდება საცხოვრებელ ფართს და რომლის ადგილმდებარეობაც ცნობილი უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის”.

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვები: “რომლებიც პირველი ორი წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს საჭიროების შემთხვევაში ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე”, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვები: “ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე”.

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

“7. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა დავთარი და ჩანაწერი უნდა ინახებოდეს დაცულ ადგილზე, გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავალობაში წარმოებული ყველა დავთარი და ჩანაწერი, უნდა ინახებოდეს ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას”.

“8. იმ შემთხვევაში, თუ საბროკერო კომპანიის ოფისის მისამართი არ ემთხვევა მის იურიდიულ მისამართს, საბროკერო კომპანიამ კომისიას მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) 7 კალენდარული დღის გამავლობაში უნდა მიაწოდოს წერილობითი შეტყობინება ამის თაობაზე, ოფისის მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით”.

2. წინამდებარე დადგენილებით საბროკერო კომპანიებისათვის დაწესებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადად განისაზღვროს 60 დღე ამ დადგენილების ამოქმედებიდან.

3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

4. წინამდებარე დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებით გაუქმდეს კომისიის 2001 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილება, რომლის გამოქვეყნება არ მოხერხდა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონით განსაზღვრულ ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე  რობერტ ჰ. სინგლეტერი