დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის #12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016359 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.01.2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016343) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
I თავი
|
მუხლი 1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 442,9 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 260.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 868,5 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 314,4 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 183,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 819,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 849,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -560,3 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -560,3 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 20,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 136,0 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 61.9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 84,2 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2.0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, 2018 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 84,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 84,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 2 894,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების, აგრეთვე, კეთილმოწყობის ღონისძიებების და ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფის დაფინანსება. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 470,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების მშენებლობა და მოვლა-შენახვა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 1 721,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ხარჯი; წყლის სისტემის არსებული ქსელის მოვლა-შენახვასა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტების სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების რეაბილიტაციის ღონისძიებები. ბ.ა) გარე განათების დაფინანსება – 63,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების სისტემის მოწყობის და ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის ხარჯი. ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები – 1.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) ბ.გ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 184,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება წყლის სისტემების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ბ.დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია – 1 337,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების, საბავშვო ბაღების და საერთო საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბ.ე) ა(ა)იპ „თიანეთის წყალი“ – 135,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტების და ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება, მათთვის საჭირო ინფორმაციითა და ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის სისტემების მოვლა-შენახვა, აღდგენითი და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება. გ) ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა – 90,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ფასებში გადაადგილების მიზნით – პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც ხშირად უწევთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები – 83,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0304) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული გზების, სკვერების, ბაღების და მოვლა-შენახვის ხარჯი. დ.ა) „ტრანსპორტის შეძენა“ – 83,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული გზების, სკვერების, ბაღების და პარკების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ხარჯი. ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები – 57,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0306) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. ვ) დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დაფინანსება – 315,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 0307) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ „თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დაფინანსება, რომლის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს:
ა.ა) ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება – 108,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030701) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები. ვ.ბ) დასუფთავების და ნარჩენების უტილიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა – 172,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030702) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების სანიტარიული დასუფთავების ორგანიზება, მოსახლეობის საბინაო კომუნალური მომსახურების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დასუფთავება. ვ.გ) შიდა გზების, ხიდების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია – 11,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030703) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის შიდა სარგებლობის, მუნიციპალური დანიშნულების, შიდა სასოფლო და სოფლებს შორისი გზებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობის, შეკეთების და ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის, ქუჩების და ტროტუარების თოვლისა და ყინულის საფარისაგან გაწმენდა; ასევე ხიდების, ბოგირების, მდინარეთა ჯებირებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება. ვ.დ) გარე განათების სისტემის მოწყობა-ექსპლოატაცია – 11,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030704) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების სისტემის მოწყობა, მოვლა-შენახვის და ექსპლოატაციის ღონისძიებები ვ.ე) კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება – 4,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030705) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება გამწვანებითი სამუშაოების წარმოება, სკვერების, პარკების მოწყობა, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოწესრგება და კეთილმოწყობა, ქარსაცავი ზოლების და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში კერძო საკუთრების გარეთ მდებარე ხეების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დაზიანებული, ექსპლოატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრა და ახლით ჩანაცვლება . ვ.ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა – 7,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030706) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. ზ) საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის დაფინანსება – 155,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0308) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი, 50 000 ლარზე მეტი ღირებულების, ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება. 3. განათლება – 587,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა – 587,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თექვსმეტი საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 406 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 734,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 153.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) ა(ა)იპ „სპორტული კლუბი თიანეთი“ – 153.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „სპორტული კლუბი თიანეთი“, რომლის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს კლუბის წევრებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და მომზადებას, სპორტული შეჯიბრებების და ასპარეზობების გამართვას. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 546,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება – 30,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 ) თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით იგეგმება კულტურული ღონისძიებების: კონცერტების, კონკურსების, მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვის, სპორტული ასპარეზობების და სახალხო დღესასწაულების მოწყობა-ორგანიზება. ბ.ბ) სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა – 50,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარდგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „თიანეთის ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა“. ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა – 125,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 03) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2018 წელს გაგრძელდება ადგილობრივი უკვე არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება ბ.დ) კულტურის ცენტრის ხელშეწყობა – 216,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარდგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც ორგანიზებას უწევს თეატრალურ და მუსიკალურ ღონისძიებებს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საღამოებს და საქველმოქმედო კონცერტებს. ბ.ე) მუზეუმების ხელშეწყობა – 79,0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 06 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს მირზა გელოვანის სახელობის სახლ-მუზეუმს და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მუზეუმების დაფინანსება ხელშეუწყობს ადგილობრივი და ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბ.ვ) გაზეთი ,,თიანეთის მომავალი“ – 45,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 07 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გაზეთი თიანეთის მომავალი“. აღნიშნული ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელებას და ზოგადად კულტურის განვითარებას. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 35,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია- მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 239,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 61,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა – 177,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა და სხვა სოციალური ღონისძიებების, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები – 115,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. ბ.ბ) სარიტუალო ღონისძიებების ხარჯები – 2.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ბ.გ) უფასო სასადილო – 60,2 ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 46 ბენეფიციარის ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. თავი III თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები