„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-12/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016494
01-12/ნ
16/03/2018
ვებგვერდი, 16/03/2018
040030000.22.035.016494
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-12/ნ

2018 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ნ) პროფილური კადრების მომზადება, გადამზადება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატი) გაცემა;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         

„1. ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირ(ებ)ი;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ზ) საბჭოს საქმიანობაში სათათბირო ხმით მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოთ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) და უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლებს და საჭიროების მიხედვით სხვა საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო