„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020438
123
14/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010240030.10.003.020438
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2018 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე -2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორცი­ე­ლე­ბა და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტი­ციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქცი­ონი­რების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომა­რეობი­სათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმო­ების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუ­ციის, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგოსი­სტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითა­რე­ბისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნი­ორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით.“.

2. მე -4 მუხლის :

) „ “ – „ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ;

) პროტოკოლის სამსახური ;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო ;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ – „ქვეპუნქტები :

) კანონშემოქმედების დეპარტამენტი ;

) ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტი ;

) ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტი ;

) ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი .“.

3. მე -6 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. მინისტრს ჰყავს შვიდი მოადგილე (მათ შორის , ერთი პირველი ), რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით , თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი . მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს , მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ -მინისტრი .“.

4. მე -7 მუხლის :

) „ “ – „ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) იურიდიული დეპარტამენტი სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია ; თავისი კომპეტენციის ფარგლებში , სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ; სხვადასხვა უწყებიდან შესული , სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან /და ვიზირება ; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება ; კომპეტენციის ფარგლებში , სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში , საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან /და კოორდინაცია ; კომპეტენციის ფარგლებში , სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა ; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ; მოქალაქეთა , იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების , განცხადებების განხილვა და /ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან /და სამართლებრივი ექსპერტიზა ; სხვადასხვა უწყებიდან შესული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების , სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება ; იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი , რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას ; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობა , მინისტრის მიერ დამტკიცებული იურიდიული დეპარტამენტის დებულების შესაბამისად ;“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) მდგრადი განვითარების სამმართველო მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება , მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა ; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამინისტროს კომპეტენციის სფეროში არსებული მიმართულებების კოორდინაცია ; მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით , შესაბამისი ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა , კომპეტენციის ფარგლებში ; მშენებლობის , ენერგოეფექტურობისა და ენერგომარკირების სფეროებში ევროკავშირის შესაბამისი მოთხოვნების შესრულების კოორდინაცია ; მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება ; აღნიშნული მიზნების მისაღწევად , კომპეტენციის ფარგლებში , აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან , ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ;“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების , განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება ; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება ; სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება ; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა ; სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება ; სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება ; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება ; საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ; სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება ; სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების , საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა ; კომპეტენციის ფარგლებში , ინტერვიუების , ბრიფინგების , პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა ;

) პროტოკოლის სამსახური მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება ; მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა ; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების ), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან ; საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების , ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის , განთავსება , ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება ); საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან , უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა ; მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა და ორგანიზება ; საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება ; კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება ;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველო სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვისა და მონიტორინგის მარეგულირებელი პროცესის ინსტრუქციის (მეთოდოლოგიის ) შემუშავება და დანერგვა ; საქმიანობის დაგეგმვის პროცესის ორგანიზება სამინისტროს მასშტაბით და გეგმების კონსოლიდაცია ; გეგმების სწორი და ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა ; დაგეგმვის , მონიტორინგისა და ანალიზის მექანიზმების განვითარება ;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ – „ქვეპუნქტები :

) კანონშემოქმედების დეპარტამენტი სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოწოდებული კონცეფციების შეფასება , შესწავლა და ანალიზი . საჭიროების შემთხვევაში , შესაბამისი კანონპროექტის მომზადება . სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიწოდებული საქართველოს კანონის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა , მათი საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის შესწავლა და , საჭიროების შემთხვევაში , სათანადო წინადადებების წარდგენა . საჭიროების შემთხვევაში , კანონპროექტის ეფექტურად შემუშავებისათვის დაკავშირებული პირების იდენტიფიცირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა , ასევე შემუშავებული კონცეფციის /კანონპროექტის სამიზნე ჯგუფებთან განხილვა . მომზადებული საქართველოს კანონის პროექტის იურიდიულ დეპარტამენტთან შესათანხმებლად წარდგენა , მისი კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ინიციირების მიზნით . კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვისსაპარლამენტო მდივნის შესახებსაქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა ;

) ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტი - ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის , სტრატეგიის , მოკლე , საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების /გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში ; დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სექტორის ეფექტური ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდა ­ციე ­ბის მომზადება ; ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო , სამშენებლო -სამონ ­ტაჟო , სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვა , განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი ; ელექტროენერგიის (სიმძლავრის ) და ბუნებრივი გაზის ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოო ­რდინაცია ; ენერგეტიკის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და სამართლებრივი ბაზის განვითარება , კომპეტენციის ფარგლებში , საქართველო -ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად ; ენერგოშემცველების ექსპორტ -იმპორტის მონიტორინგი ; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში , სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარ ­მართვის ხელშეწყობა ; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნი ­ორის /აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლო ­ბით დადგენილი წესით . განახლებადი ენერგიების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა , საქართველო -ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად ; განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით , მოკლე , საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა , საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ; ენერგოეფექტურობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა , საქართველო -ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად ; ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით , მოკლე , საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ; ენერგეტიკის სფეროში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების საკითხების კოორდინაცია , პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლი ­ტი ­კის ოპტიმალურად გათვალისწინებით ; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში ; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება , ელექტროენერგეტიკის , წიაღისეული სათბობის , ენერგოეფექტურობის , კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით ; ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახე ­ლმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა ; მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით , შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია ; კომპეტენციის ფარგლებში , დადებული შეთანხმებების მონი ­ტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა ; ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო , კვლევით და საპროექტო მიმარ ­თულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია ;

) ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე , ენერგეტიკის დარგში დაგეგმილი რეფორმების , ღონისძიებებისა და პროგრა ­მების განხორციელების კოორდინაცია ; ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია ; ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების , პრეზენტაციების , შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება , დამუშავება , ანალიზი , ანგარიშის მომზადება , ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა ; სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაცი ­ებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია ; იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით საერთაშორისო ხელშეკრუ ­ლებების პროექტების მომზადება , მოლაპარაკებაში მონაწილეობა , დასკვ ­ნე ­ბის მომზადება , ხელშეკრულებების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათ ­ვა ­ლისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია ; ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშე ­წყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციასთან სამინი ­ ­ტროს ურთიერთობის კოორდინაცია ; მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონა ­წილეობისა და ინვესტორებთან ურთიერთობების კოორ ­დი ­ნაცია , მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამა ­რთ ­ლებრივი თანამშრომლობა იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით ; მიმზიდველი საინვესტიციო წინა ­დადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა ; საინვესტიციო წინადა ­დებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენ ­ტა ­ციის ანალიზი , შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზა ­დება ; კომპეტენციის ფარგლებში , საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინა ­ნსე ­ბით მიმდინარე პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ; იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით საინვესტიციო ხელშეკრუ ­ლებების პროექტების მომზადება , მოლაპარაკებაში მონაწილეობა , ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათ ­ვა ­ლისწინებულ სხვა მოქმედებათა შესრულება და კოორდინაცია ; საინვესტიციო პროექტებისა და დადე ­ბული საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი , მათი განხორცი ­ელე ­ბის ხელშეწყობა ;

) ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი აზია -აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან , ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან , მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან , ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება , ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა , სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა , მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება , ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა , სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით ; ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით , აზია -აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების , ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების , მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების , ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა , ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ; კომპანიების დახმარება აზია -აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების , ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების , მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების , ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით ; აზია -აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში , ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში , მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში , ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება , აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს , ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით ; აზია -აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან , ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან , მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან , ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით , წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება , ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება , კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი ; საქართველოსა და აზია -აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების , ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების , მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების , ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება ; კომპეტენციის ფარგლებში , თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან , სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან ; საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან მოთხოვნებისა და რეალური პარამეტრების შედარების საფუძველზე ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და მათთან ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვა ; ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და საჭიროებების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება და ხელმძღვანელ პირთათვის წარდგენა ; საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაგეგმვა , ორგანიზება და მოლაპარაკებათა წარმოება ; დონორთა პრიორიტეტების იდენტიფიცირება ; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული საპროექტო წინადადებების მოძიება და დონორთა პრიორიტეტების შესაბამისად მათი მხარდაჭერა .“.

5. მე -9 მუხლი ამოღებულ იქნეს .

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი