შპს "აგროგეო+-ის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს "აგროგეო+-ის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20037-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/20037-16
06/03/2018
ვებგვერდი, 15/03/2018
შპს "აგროგეო+-ის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/20037-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

ბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი შპს ,,ალუდა’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 400023611)

წარმომადგენელი  არჩილ  თაბაგარი

მოვალე შპს „აგროგეო+”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 404880287)

გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ირაკლი წიკლაური

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის წარმოებაშია შპს „აგროგეო +-ის“ გაკოტრების საქმე.

2018 წლის 01 მარტს შპს „აგროგეო+-ის“ გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრების მოწვევა შპს „აგროგეო+-ს“   გაკოტრების   საქმის   დასრულებისა   და   რეგისტრაციის   გაუქმების შესახებ.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ გადაწყვეტილებას,  საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ   „გადახდისუუნარობის   საქმის   წარმოების   შესახებ“  საქართველოს კანონის  27-ე  მუხლის  თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა  კრებაზე  განხილულ იქნეს  შემდეგი: შპს „აგროგეო+-ს“ გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დაადგინა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 19 მარტს, 13:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29  შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. შპს "აგროგეო+-ს" გაკოტრების საქმის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება;

2. განჩინება   გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო  მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე  www.tcc.gov.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                       თამარ ჭუნიაშვილი