შპს „ლაზეთის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

შპს „ლაზეთის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „ლაზეთი“
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
06/03/2018
ვებგვერდი, 15/03/2018
შპს „ლაზეთის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
შპს „ლაზეთი“

საქმე № 2/3115-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2018 წლის 14 თებერვალი

 ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლო


მოსამართლე გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი    ქეთევან კირიაკიდი

განმცხადებელი სს ,,ზუგდიდკონსერვის“ აქციონერი შპს „ლაზეთი“;

წარმომადგენელი მამუკა კვირკვია, დემურ სოტკილავა;

მოთხოვნა აქციათა სავალდებულო მიყიდვა.

დაინტერესებული პირები სს ,,ზუგდიდკონსერვის“ აქციონერები:

მერაბი აბრალავა, ლარისა აბრალავა, ლიუბინა ადამია, დენიზა აკობია, ინგა აკობია, ნატო აკობია, კოტე ალანია, მარინა ალანია, თამაზი ალანია, მარინა ალმასია, ზაირა ალფენიძე, თენგიზ ალშიბაია, ეკა ალშიბაია, ციალა ასკილეისკირი, ანტისა ახალაია, ვახტანგ ბასილაია, ოთარი ბაძაღუა, ეთერი ბებია, ზოია ბენდელიანი, მიმოზა ბულია, ბაბუცა ბულია, მედიკო ბულია, დალი გაბრავა, ფუფული გაგუა, ვალიკო გადელია, გივი გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ გედენიძე, როზა გელოვანი, ნაზო გვარამია, ეთერი გვაჯაია, დალი გიგიბერია, დინოლი გოგოხია, ვალენტინა გოროზია, თამარ  გუბელაძე, ლამარა გულორდავა, ზაზა დავითაძე, მაია დანელია, ედიტა დარასელია, ნელიკო დარასელია, ნარი დარსანია, პელო ესართია, ლია ესებუა, მარინე ეჯიბია, ეკა ზარანდია, მედეა ზარანდია, ნაზო ზარანდია, ნუგზარ ზარქუა, მიმოზა თირქია, იზოლდა თირქია, ზაირა თოდუა, ნინელი თოდუა, გოგი თოდუა, მერაბ თოლორაია, ჯემალ თორდია, მერი თორდია, დარიკო კაკულია, პაატა კანანაძე, ენნეს კანანციანი, დარეჯანი კანკია, ლუიზა კარტოზია, ირინა კაცია, პაუსია კემულარია, კუჭკუჭი კვარაცხელია, ნანა კვარაცხელია, ნათელა კვარაცხელია, ინდიკო კვარაცხელია, მურთაზ კიკალია, ზინაიდა კირპა, ციალა კოდუა, ნანა კოზმავა, ნათელა კოზმავა, გოგი კონჯარია, ნინო კორკელია, ოთარ კორკელია, აველინა კუკავა, ნინო კუნცევა-გაბაშვილი, სერგო კურტანიძე, მარინა კუჭავა, ციალა კუჭავა, ლეონტი ლატარია, ჯამბული ლატარია, ანიკო ლატარია, თეიმურაზ ლაშხია, ნანა ლომთაძე, ევდოკია ლუკავა, მიშა ლუკავა, მურთაზ მალაზონია, გული მალანია, ცისანა მამარდაშვილი, კატუშა მარკოზია, აბესალომი მატკავა, გიორგი მესხია, ამირანი მირცხულავა, მერაბი მირცხულავა, ნანული მირცხულავა, ნათელა მიქავა, ფატიმა მიქაია, ნანა მიშველიანი, ბადრი მოლაშხია, დემური მუსელიანი, მანია ნაყოფია, თამაზი ნაჭყებია, მერი ნინუა, ზურაბი ნიჟარაძე, გიორგი ნიშნიანიძე, ალექსანდრე ნოვოკოვსკი, ავთანდილ ოსეფაიშვილი, მანანა ჟველია, ნატალია რეჩქინი, გრიგორი რეჩქინი, ტოტოშა როგავა, აზა როგავა, მამია სამუშია, აჩიკო სამუშია, მარინა სამუშია, ლიანა სარსანია, კოლიშა საჯაია, მარინე სიგუა, მანანა სიმონიშვილი, თამარი სიხარულიძე, ელიზავეტა სომოვა, ხარიტონი სონგულია, ლევთერი სონტულია, იურა სონგულია, ალიკო სორგულია, მურთაზ სოსელია, იაშა ტუპიცა, ლონდა უბილავა, ალექსანდრე ფაჩულია, ლიანა ფიფია, ვასო ქადარია, ევგენია ქანთარია, ეთერი ქაძანაია, მარო ქაძანაია, ვენერა ქაძანაია, გული ქვარაია, ნელი ქილორავა, იზოლდა ქილორავა, გიგლა ქირია, ჯამბული ქირია, კლარა ქირია, მაია ქირია, მერი ქირია, ქეთევანი ქირია, ციალა ქირია, აბესალომი ქირია, თინა გადელია-ქირია, ნანული ქობალია, ლუიზა ქობალია, პარასკევა ქუჩულორია, შორენა ღადუა, იზოლდა ღადუა, ვლადიმერი ღაჭავა, ნანული ღურწკაია, ჯემალი ყალიჩავა, გოჩა ყურაშვილი, შპს ,,დავით აღმაშენებელი“, შპს ,,ლადი აუდიტი“, შპს ,,პიქსელი“, ზაალი შამათავა, ვალიკო შედანია, ზაზა შედანია, ზურაბი შედანია, გული შედანია, ირმა შელია, ჯულიეტა შელია, ლიმერი შელია, თამაზი შელია, ციცინო შენგელია, თინათინი შენგელია, ნაზო შენგელია, დემური შენგელია, მერი შენგელია, ედიშერ შვანგირაძე, რევაზი შოგირაძე, ხათუნა შონია, შპს ,,ლაზეთი“, ნიკოლოზი ჩანგელია, ანნა ჩახაია, ცხოფო ჩახაია, თეა ჩიქოვანი, თინა ჩხაპელია, მარგო ჩხაპელია, ნანული ჩხაპელია, თენგიზ ჩხეიძე, ქეთევანი ჩხოლარია, ქუჩუჩი ცირდავა, მანანა ძანძავა, ლალა წითაშვილი, ელეონორა ჭანტურია, თინა ჭანტურია, ნანული ჭოჭუა, მალინა ხვიჩია, მავრა ხორავა, ხუტა ხუბუა, ანჟელა ხუბუნაია, კაპიტულინა ხუბუტია, მელენტი ჯანაშია, სოსო ჯანაშია, ირინე ჯიქია, რევაზი ჯიქია, შალვა ჯიქია, შურა ჯიქია, ზაირა ჯიქია.

აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის მოთხოვნა

შპს ,,ლაზეთი“, როგორც სს „ზუგდიდკონსერვის“ აქციონერი და ამავე საზოგადოების აქციების 96.65439%-ის მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით ითხოვს აქციონერებისაგან აქციათა სავალდებულო მიყიდვას (გამოსყიდვას).

2. დაინტერესებულ პირთა პოზიცია

დაინტერესებული პირებიდან სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ ზურაბ ნიჟარაძე, ავთანდილ ოსეფაიშვილი, სერგო კურტანიძე და ედიშერ შვანგირაძის წარმომადგენელი ლია ოჩხიკიძე, რომლებიც დაეთანხმნენ განცხადებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „ზუგდიდკონსერვის“ აქციონერთა რეესტრის მონაცემების შესაბამისად აქციები გადანაწილებულია 204 აქციონერზე.

3.1.2. სს „ზუგდიდკონსერვი“-ს აქციათა მთლიანი რაოდენობის 96.65439%-ის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ლაზეთი“.

3.1.3. შპს საშემფასებლო კომპანია „ACD“-ს მიერ მომზადებული ანგარიშის შესაბამისად აქციების სავალდებულო მიყიდვის წესით გამოსყიდვის მიზნისათვის სს „ზუგდიდკონსერვის“ ერთი აქციის სამართლიან ფასად დადგენილი იქნა 0.4998 ლარი.

3.1.4. შპს ,,ლაზეთი“-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე ბეჭდვით ორგანოში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე) გამოქვეყნდა 2017 წლის 15 სექტემბერს, ხოლო სასამართლოს განცხადებით მომართა (აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე) კანონით დადგენილ ვადაში.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მოუსმინა მხარეებს, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

“მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 -ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 -ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 -ე მუხლის შესაბამისად, თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისათვის ,,მყიდველს”) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა ბეჭვდით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) საზოგადოების აქტივები და პასივები.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ლაზეთის“ (მყიდველის) მიერ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადება სამართლებრივად დასაბუთებულია და მას ნება უნდა დაერთოს მოახდინოს როგორც სს „ზუგდიდკონსერვის“ 96.65439%-ის აქციების მესაკუთრემ სს „ზუგდიდკონსერვის“ დარჩენილი შესაბამისი აქციების გამოსყიდვა აქციონერებისაგან.

 სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით, და

 გადაწყვიტა:

1. შპს ,,ლაზეთი“-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,ლაზეთი“-ს (მყიდველი) ნება დაერთოს მოახდინოს როგორც სს „ზუგდიდკონსერვი“-ს 96.65439%-ის აქციების მესაკუთრემ სს „ზუგდიდკონსერვის“ დარჩენილი შესაბამისი აქციების გამოსყიდვა აქციონერებისაგან.

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 0.50 ლარი.

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 14 მარტი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

მოსამართლე გოჩა დიდავა.