დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. ქოშიგორას დასახლებაში უდაბნოს მონასტრის I შესახვევის გაგრძელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016366 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება N49
2018 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. ქოშიგორას დასახლებაში უდაბნოს მონასტრის I შესახვევის გაგრძელების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, ე.წ. ქოშიგორას დასახლებაში გაგრძელდეს უდაბნოს მონასტრის I შესახვევი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები