ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ექიმ-პედიატრების, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ექიმ-პედიატრების, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016365
48
06/03/2018
ვებგვერდი, 15/03/2018
000000000.00.101.016365
ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ექიმ-პედიატრების, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №48

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ექიმ-პედიატრების   ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ჩუღურეთის რაიონში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ექიმ-პედიატრების   ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                        გიორგი ტყემალაძე