დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ჯემალ დუმბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.113.016004 |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ჯემალ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ქუჩას ეწოდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანის, ჯემალ დუმბაძის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3.განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14) 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები