დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N6 ქუჩისათვის თამაზ მალაზონიას სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.113.016003 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №12
2018 წლის 7 მარტი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №6 ქუჩისათვის თამაზ მალაზონიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1 . ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №6 ქუჩას მიენიჭოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თამაზ მალაზონიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2 . ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14) .
4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები