საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე

  • Word
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 954
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 04/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
954
19/06/2001
სსმ, 71, 04/07/2001
0000.00.00.000000
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს:

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილ იქნა ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო.

საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების შესაბამისად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად, დაუშვებელია ეჭვმიტანილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მისი გარდაცვალების გამო, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისათვის.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, შეისწავლოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის კანონიერება მისი რეაბილიტაციის მიზნით.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2001 წლის 19 ივნისი.

№954IIს