დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სააქციო საზოგადოება „მაცნე“ |
| მიღების თარიღი | 13/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ211358895) აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 12 აპრილს 16:00 საათზე, ქ. თბილისში, საირმის ქ. მე-4 კორპუსში, 1-ლ სართულზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) 2017 წლის ფინანსური ანგარიშის შესახებ.
2. სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ.
3. სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის უძრავი ქონების) შესახებ.
4. სხვადასხვა საკთხების შესახებ.
სს „მაცნეს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სს „მაცნეს“ (ს/კ211358895) აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2018 წლის 12 მარტი.
სს „მაცნეს“ აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – შპს „ეროვნული რეესტრი“. მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №41, მე-6 სართული. ტელ.: (+995 032) 2 31 11 73, (+995 032) 2 31 11 75.
სს „მაცნეს“ დირექტორი: გიგა მჭედლიშვილი
13.03.2018 წელი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები